რამაზ შენგელია (ექიმი)
რამაზ შენგელია (დ. 1952) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997 წ.).
1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1975 წელს თსუ ხელოვნების ფაკულტეტი (კინოდრამატურგიის სპეციალობით). 1991 წლიდან თსსუ მედიცინის ისტორიის კათდერის გამგეა, 1995 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ექსპერტი და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტრადიციული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 1999 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1995 წლიდან განაგებს ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებული, პუბლიცისტური წერილები. 1977-1982 წლებში იყო საქართველოს მთამსვლელთა გუნდის წევრი-ექიმი. დაჯილოებულია ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მედლით ზღვის დონიდან 4000 მეტრ სიმაღლეზე გაკეთებული უნიკალური ოპერაციისთვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 887, ISBN 99928-20-32-2.