ქართული ბატი
ქართული ბატი — ბატის ადგილობრივი პოპულაცია, გამოყვანილია ხალხური სელექციის გზით. განეკუთვნება „ხმელეთის“ ტიპს. ფერად ნაცარა, თეთრი და ჭრელია. აქვს ნარინჯისფერი ნისკარტი, ვარდისფერი ტერფი. ცოცხალი მასა დედლისა — 4,2 კგ (უდიდესი 5 კგ-მდე), მამლისა — 4,8 (უდიდესი 7 კგ-მდე). ქართული ბატი ადრეულაა. 5—6 თვის ფრინველის მასა 4 კგ-ს აღწევს. კვერცხმდებლობა 15—20 ც. წელიწადში, საუკეთესო პირობებში — 50-მდე. გავრცელებულია საქართველოს ყველა ბუნებრივი ზონის საკარმიდამო მეურნეობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 473.