ვალერიან ქანთარია

ქართველი აგრონომი
(გადამისამართდა გვერდიდან ქანთარია, ვალერიან)

ვალერიან ირაკლის ძე ქანთარია (დ. 23 ივნისი, 1900, სოფ. აკეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 16 ივნისი, 1973, თბილისი) — ქართველი საბჭოთა მეცნიერი, აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1957), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

ვალერიან ქანთარია
დაბ. თარიღი 23 ივნისი, 1900(1900-06-23)
დაბ. ადგილი აკეთი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 16 ივნისი, 1973(1973-06-16) (72 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა აგრონომი
მუშაობის ადგილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სკოლაში პედაგოგად, თელავის მევენახეობისა და მეღვინეობის კავაშირო ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1931–1937), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის გამგედ (1937–1973). იკვლევდა ვაზის ქირურგიის თეორიასა და პრაქტიკას, ვაზის აგროტექნიკასა და სელექციას. გამოიყვანა სუფრის ყურძნის ახალი ჯიში — „თბილისური“. არის 170 სამეცნიერო შრომის ავტორი, დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება