ქალთა მოძრაობა
ქალთა მოძრაობა — საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში ქალის მამაკაცთან უფლებრივად გათანასწორებისთვის.
ისტორია
რედაქტირებაქალთა მოძრაობების დასაწყისი უკავშირდება საფრანგეთის რევოლუციას 1789 წელს, როდესაც შეიქმნა პირველი ქალთა კლუბები. XIX საუკუნეში ქალთა მოძრაობებმა არსებულ განათლების უფლების მოთხოვნას დაამატეს შრომის უფლების მოთხოვნა. აშშ-ში ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ მონობის წინააღმდეგ ბრძოლაში, გაერთიანებულ სამეფოში კი ჩარტისტულ მოძრაობასა და პურის კანონების გაუქმებისთვის ბრძოლაში. 1848-1849 წლებში რევოლუციების შედეგად საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში შეიქმნა ქალთა პოლიტიკური თანასწორობისთვის მებრძოლი ორგანიზაციები, ხოლო აშშ-ში 1848 წლის ივლისში ჩატარდა ქალთა უფლებების დაცვის I ყრილობა. XIX საუკუნის II ნახევრიდან ქალთა მოძრაობაში გაჩნდა პროლეტარული მიმართულება. ქალები აქტიურად მონაწილლეობდნენ პარიზის კომუნაში. ქალთა ზოგიერთი მოძრაობა მიემხრო I და II ინტერნაციონალებს. 1907 წელს შტუტგარტში გაიმართა სოციალისტ ქალთა I საერთაშორისო კონფერენცია. 1910 წელს II კონფერენციამ კოპენჰაგენში დააწესა ქალთა საერთაშორისო დღე. ომებსშორის პერიოდში ქალებმა რამდენიმე ქვეყანაში მიიღეს საარჩევნო უფლებები, მათ შორის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1919 წელს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალებმა ქვეყნების უმრავლესობაში მიიღეს საარჩევნო და პოლიტიკური უფლებები. 1967 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია ქალთა დიკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კობახიძე, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 448.