ქალები უნგრეთში
უნგრეთში ქალების როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში. ისტორიულად, უნგრეთის დღევანდელ ტერიტორიაზე, ქალთა როლების, უფლებებისა და ფემინისტურ მოძრაობებისპარალელურად, პოლიტიკაში მონაწილეობა უკიდურესად ტრადიციული გენდერული როლების კონტექსტში ვითარდებოდა, რომელზეც გავლენას ახდენდა რომაული კათოლიციზმი, ლუთერანიზმი და კალვინიზმი. ცოტა მოგვიანებით, აგრეთვე გავლენიანი იყო საზოგადოებაში ქალების ადგილის კომუნისტური დოქტრინა. პოსტ-კომუნისტურმა პერიოდმა წარმოშვა ორგანიზაციები, იმისთვის, რათა ეპასუხათ ქალების საჭიროებებისა და ქალების საარჩევნო მობილიზაციისთვის, ხოლო ამჟამად, რამდენიმე უნივერსიტეტს უკვე გააჩნია გენდერის სწავლების პროგრამები. შედარებით „ვესტერნიზებული“ კულტურა წარმოიშვა 21-ე საუკუნეში ევროკავშირში შესვლის გამო.
პირველი მსოფლიო ომის წინარე პერიოდი
რედაქტირება1790 წელს, მამაკაცი, სახელწოდებით პიტერ ბარანიმ შუამდგომლობა გაუწია „უნგრელ დიდგვაროვანთა ეროვნულ შეკრებას“, რათა დიდგვაროვანი ქალებისთვის მიენიჭებინა შეკრების მსვლელობაზე დაკვირვების უფლება. იგი ამტკიცებდა, რომ ეს ქალები პოლიტიკური აქტიურობისა და პატრიოტიზმის საფუძველზე, უკეთესად აღზრდიდნენ საკუთარ ვაჟებს, თუმცა, კრებამ უარი განაცხადა პეტიციის მიღებაზე.[1] ქალთა პირველი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა უნგრეთში 1817 წელს, „პესტერის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება“ იყო; მე-19 საუკუნის მიწურულს, რამდენიმე ასეული მსგავსი ორგანიზაცია არსებობდა სამეფოში, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისინი თითქმის არ ერთვებოდნენ პოლიტიკაში.[1] როდესაც ქალებმა მოიპოვეს საშუალო განათლების უფლება მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ქალთა აქტიური ჯგუფები სტუდენტებს დაეხმარნენ აკადემიური პროგრამის შემუშავებაში, „ცოლსა“ და „დედაზე“ ფოკუსირებული პროგრამებისგან განსხვავებით. 1895 წელს, ქალებს საუნივერსიტეტო დონეზე მიანიჭეს ფილოსოფიის, მედიცინის და ფარმაცევტიკის სწავლების უფლება.[1]
ქალთა ჯგუფების მხარდაჭერის გარდა, ამგვარი წინსვლა, ნაწილობრივ, გამოწვეული იყო უნგრეთის მიერ დიდი ძალის სტატუსის მოპოვებაზე ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში. უნგრეთმა თავი წარადგინა, როგორც მზარდად მოდერნიზებული რეგიონი.
1904 წელს პაციფისტმა და ქალთა უფლებების დამცველმა, როჟიკა ბედი-შვიმერმა (როსიკა შვიმერმა) დააფუძნა ფემინისტების ასოციაცია.[1] ჯგუფმა სამჯერ წარადგინა ქალთა საარჩევნო უფლებების საკითხი საპარლამენტო კენჭისყრაზე, თუმცა ყველა მათგანი წარუმატებელი გამოდგა. 1910 წელს დაარსდა „მამაკაცთა ლიგა ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის“, ხოლო 1913 წელს „ქალთა საარჩევნო უფლებების საერთაშორისო ალიანსი“ გაიმართა ბუდაპეშტში.[1] ფემინისტების ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა ქალაქ ბუდაპეშტის საბჭოსთან, რათა შეექმნა ქალთა დახმარების ოფისი და ყოველდღიური ზრუნვის ცენტრი. ამავდროულად, მათ გამოაქვეყნეს ჟურნალი ქალთა საკითხებზე, რომლის წყალობითაც ხალხის ცნობიერება ამაღლდა.[1] ადრეული მე-20 საუკუნის განმავლობაში სხვა აქტიური ჯგუფები მოიცავდნენ სოციალ-დემოკრატთა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს და „ქალთა სასულიერო მუშაკთა ეროვნულ ფედერაციას“, რომელიც ცდილობდა ქალი პროფესიონალების უფლებების გაუმჯობესებას.[1]
ომთაშორისი პერიოდი
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, დამოუკიდებელმა უნგრეთმა საკუთარი თავის განსაზღვრა დაიწყო, როგორც „ეროვნული საზღვრები“ და ქალთა მოძრაობა ეფექტურად მოერგო ამ ახალ ჩარჩოს.[2]
ბელა კუნის მიერ მცირე ხნით კომუნისტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან დაწყებული, რევოლუციური ფემინისტური ჯგუფები და სხვა ორგანიზაციები დაპატარავდნენ და საიდუმლო და ნაკლებგავლენიანი ფორმა მიიღეს; ამავე სიტუაციაში იგრძნეს თავი კომუნისტებმა, ზოგიერთმა ფემინისტმა და სხვა რადიკალებმა, რომლებმაც დაიწყეს ერთმანეთთან თანამშრომლობა. 1920 წლის 25 მარტს, მარგიტ სლაჩტა აირჩიეს ეროვნული ასამბლეის წევრად ბუდაპეშტის პირველ რაიონში. იგი პარლამენტის პირველი ქალი წევრი გახდა უნგრეთის ისტორიის განმავლობაში. უნგრელმა ქალებმა, ნაწილობრივ მოიპოვეს საარჩევნო და საპარლამენტო საქმიანობის უფლებები, მაშინ, როცა სამთავრობო პარტიულმა სისტემამ ქალებს, ახალი, სოციალურად მისაღები ადგილები შესთავაზა ჩართულობისთვის. ქალები, ეროვნული ერთობის პარტიასა და ქრისტიანი ქალების ბანაკში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აქტიურობით.[2] უნგრელი ქალების პოლიტიკური შესაძლებლობები გაფართოვდა და, ამავდროულად, მათ ყურადღება და მხარდაჭერა დაიმსახურეს უაღრესად ტრადიციული გზით: როგორც დედებმა და ბავშვებზე მზრუნველებმა.[2] 1941 წლიდან მოყოლებული, ქალთა ჯგუფებმა კიდევ უფრო განსხვავებული გზა აირჩიეს, მეორე მსოფლიო ომამდე მიმდინარე მოვლენების გამო.[2]
საარჩევნო უფლებები და პოლიტიკა
რედაქტირებაქალებმა მოიპოვეს შეზღუდული საარჩევნო უფლება 1918 წელს (პირველად ხმა მისცეს 1922 წელს), ხოლო სრული საარჩევნო უფლება - 1945 წელს,[3] მაგრამ, როგორც სხვა ავტორიტარულ კომუნისტურ სახელმწიფოებში, ქალებისა და მამაკაცებისთვის სამოქალაქო უფლებები მაინც სიმბოლური იყო. კომუნისტური ხანის განმავლობაში, ქალები ხდებოდნენ პარლამენტის წევრები (ისინი შეადგენდნენ 1949 წლის პარლამენტის 18%-ს, ხოლო 1980 წლის პარლამენტში – 30%-ს), მაგრამ ეს, უბრალოდ, ფასადური იყო, რადგან მათ მცირე ძალაუფლება ჰქონდათ პრაქტიკაში, ხოლო მთავარ პოლიტიკურ საკითხებს მამაკაცები წყვეტდნენ. უნგრეთმა პირველი თავისუფალი არჩევნები კომუნიზმის ნგრევის შემდეგ ჩაატარა, თუმცა არჩეული წევრებიდან მხოლოდ 7% იყო ქალი.[3] 2018 წლისთვის ქალები პარლამენტის წევრების 12.6%-ს შეადგენენ.
კომუნისტური პერიოდი
რედაქტირებაქალები დანახული იყვნენ სახელმწიფოს პროდუქტიულობის სასიცოცხლო ნაწილად: როგორც დედები და მშრომელი მამაკაცების ცოლები და როგორც თვითონ მშრომელები. მიუხედავად იმისა, რომ ქალები მოიაზრებოდნენ სამუშაო ძალად შედარებით თანასწორი უფლებების ფარგლებში კომუნისტური მმართველობის დროს, ისინი, ზოგადად, ექვემდებარებოდნენ უფრო დიდ სახელმწიფო კონტროლს, მათი პიროვნული, განსაკუთრებით კი, რეპროდუქციული უფლებების, სექსუალურობისა და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებების თვალსაზრისით.[4] თანასწორობის ოფიციალური დისკურსის მიუხედავად, კომუნისტური რეჟიმი გულწრფელად არ ეხმაურებოდა გენდერული დაქვემდებარების ღრმა სოციალურ წყობას. ქალებმა ნახეს გარკვეული სარგებელი კომუნისტური მმართველობის პირობებში, მამაკაცების დაქვემდებარებაში ყოფნის მიუხედავად; მათ მიიღეს გაცილებით მეტი ხელმისაწვდომობა საშუალო და უმაღლესი განათლების, განსაკუთრებით კი, ტექნიკური სფეროების მიმართულებით.[5]
პოსტ-კომუნისტური პერიოდი
რედაქტირება1989 წლიდან მოყოლებული, ქალთა და ფემინისტთა ჯგუფებმა შექმნეს ძლიერი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ უნგრელი ქალების საჭიროებების მოსაგვარებლად. პოსტ-კომუნისტური ეკონომიკა განსაკუთრებით მძიმე გადასატანი იყო „ლურჯ საყელოიანი“ ქალებისთვის, რომლებიც შემოსავალთან ერთად, პასუხისმგებელი იყვნენ სახლისა და ოჯახის მზრუნველობის თაობაზე. ადრეულ 1990-იან წლებში სხვა მნიშვნელოვანი საკითხი ქალებისთვის იყო კონსერვატიული პოლიტიკური პარტიების მხრიდან აბორტის უფლებების შეზღუდვა.„ფემინისტური ქსელი“, რომელიც წარმოიშვა 1990 წლის მაისში, ქალთა თანასწორობის მოძრაობის ლიდერი იყო, ხოლო „ახალგაზრდა დემოკრატების ფედერაცია“ ქალთა მოძრაობის საკითხებში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა.[6] ოჯახური ძალადობის საკითხი, ასევე მოექცა სახალხო ყურადღების ცენტრში უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში; 1997 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა სექსუალური ძალადობის კანონში, საიდანაც ამოიღეს საქორწინო უფლება.[7] ასევე, 2013 წელს უნგრეთმა განახორციელა ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება.[8] 2020 წლის დეკემბერში, უნგრეთის ოჯახური საკითხების მინისტრმა კატალინ ნოვაკმა, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მიეღწია ქალს წარმატება ისე, რომ არ დალოდებოდა თანაბარ ანაზღაურებას.[9]
ოჯახური ცხოვრება, ფერტილურობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა
რედაქტირება21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, ოჯახური დინამიკა უფრო ლიბერალური გახდა, რადგან მოსახლეობაში იზრდებოდა თანაცხოვრების პოპულარობა, ხოლო ფერტილურობასა და ქორწინებას შორის კავშირი –მცირდებოდა. 2015 წელს, დაუქორწინებელ ქალებზე მოდიოდა შობადობის 47.9%.[10] უნგრეთს აქვს ნაყოფიერების ქვე-ჩამანაცვლებელი მაჩვენებელი; 2015 წელს, ფერტილურობის საბოლოო მაჩვენებელი იყო 1.43 დაბადებული ბავშვი/ქალზე.[11] უნგრეთში მშობლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 21 გარდაცვლილი/100 000 დაბადებულს შორის (2010 წლის მონაცემებით).[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Acsády, Judit. Remarks on the History of Hungarian Feminism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2024-04-22.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Peto, Andrea (2005). „Hungarian women in politics, 1945-51“, Power and the People: A Social History of Central European Politics, 1945-56. Manchester University Press.
- ↑ 3.0 3.1 Várnagy, Réka. (December 2013) Women's representation in the Hungarian Parliament. ციტირების თარიღი: 15 January 2022
- ↑ Kürti, Laszlo (1998). „Hungary“, Eastern Europe: Politics, Culture, and Society Since 1939. Bloomington: Indiana University Press, გვ. 76–77.
- ↑ Wolchik, Sharon L. (1998). „Women and the Politics of Gender in Communist and Post-Communist Central and Eastern Europe“, Eastern Europe: Politics, Culture, and Society Since 1939. Bloomington: Indiana University Press, გვ. 286.
- ↑ Corrin, Chris (1994). Magyar Women: Hungarian Women's Lives, 1960s-1990s. New York: St.Martin’s Press, გვ. 7–8.
- ↑ Amnesty International. Hungary Cries unheard: The failure to protect women from rape and sexual violence in the home.
- ↑ Liste complète fr. ციტირების თარიღი: 7 October 2017
- ↑ Hungary's Family Minister Undermines Equality for Women en (17 December 2020).
- ↑ Eurostat - Tables, Graphs and Maps Interface (TGM) table. ციტირების თარიღი: 7 October 2017
- ↑ The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 7 October 2017
- ↑ The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 7 October 2017