ქაიხოსრო წერეთელი

ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთელი ( გ. 28 ივლისი, 1828) — იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, XVIII საუკუნის 90-იანი წლებისა და XIX საუკუნის I მეოთხედის „ზემო ქვეყნის“, „ზემო მხარის“, ანუ ზემო იმერეთის უკანასკნელი სარდალი.

სოლომონ II-ის პოლიტიკის მიმდევარი. 1810 რუსი მოხელეების მიერ დაპატიმრებული სოლომონ II წერეთლის ინიციატივით თბილისიდან ახალციხის საფაშოში გააპარეს. იმერეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ თვით წერეთელიც ემიგრაციაში გაჰყვა მეფეს. კონსტანტინეპოლში მან საფრანგეთის საქმეთა რწმუნებულს გადასცა სოლომონ II-ის წერილი ნაპოლეონისადმი, რომლითაც მეფე მას მფარველობას სთხოვდა. ეს ცდა უშედეგოდ დამტავრდა. 1816 წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა და მალე რუსეთის მთავრობას შეურიგდა. აქტიური მონაწილეობა მიიღო ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილ 1819–1820 იმერეთის აჯანყების ჩაქრობაში. ერთგული სამსახურისათვის 1821 იმპერატორმა პოლკოვნიკობა უბოძა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 2, თბ., 1981;
  • Махарадзе Н. Б., Восстание в Имеретии 1819-1820 гг., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვუს», 1942, ნაკვ. 3;