Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქათამურა (მრავალმნიშვნელოვანი).

ქათამურა ან ლერწმის ქათამურა (ლათ. Porzana porzana) — ფრინველი ლაინასებრთა ოჯახისა. გადამფრენი ფრინველია. მის მოსაპოვებლად საჭიროა 10-12 ნომერი საფანტი.

ქათამურა
Porzana porzana 3 (Marek Szczepanek).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Porzana porzana (Linnaeus, 1766)
სინონიმები
  • Ortygometra porzana
  • Rallus porzana
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 106002903
არეალი
Porzana porzana distribution map.png
  ბუდობის ადგილი
  წლიური არეალი
  გამოზამთრების ადგილი

გავრცელება და ჰაბიტატირედაქტირება

სახლდება ლერწმიან ჭაობებში. დედალ-მამალი მალე წყვილდებიან და ცდილობენ მათ მიერ დაკავებულ ადგილში სხვა არ შეუშვან საბინადროდ.

საქართველორედაქტირება

საქართველოში აპრილში გამოჩნდება ხოლმე.

გამრავლებარედაქტირება

ბუდერედაქტირება

ქათამურას წყვილი ბუდეს ხმელი ბალახებისა და ღეროებისაგან აკეთებს ჭაობის ნაპირზე მცენარეთა ძირებში ან წყლის ზედაპირამდე დაშვებულ ტირიფის ტოტებზე მიმაგრებით.

გამოჩეკარედაქტირება

ქათამურა დებს 6-12 კვერცხს, რომლებზეც კრუხად ჯდება კვერცხების დების დამთავრებამდე. ამის გამო ბატყებიც თანდათანობით იჩეკებიან. პირველ დღეებში ბარტყებს მამა უვლის, ხოლო ბარტყების გამოჩეკის დამთავრების შემდეგ მათ მოვლაში დედალიც მონაწილეობს. ორი კვირის ბარტყები თვითონ პოულობენ საკვებს.

კვებარედაქტირება

ქათამურა დილიდან საღამომდე წყლის ზედაპირზე დაცურავს, ყურყუმელაობს და ეძებს საკვებს: წყლის მწერებს, მათ კვერცხებსა და ლოკოკინებს.

ლიტერატურარედაქტირება

  • გ. აბულაძე, ნ. ღამბარაშვილი, ვ. ბურჯანაძე, შ. ჩახანაშვილი, პ. ჟორდანია, ნ. ლომსაძე, ლ. გუნიავა, დ. ახრახაძე, გ. ზახაროვი, მონადირის ცნობარი, თბ., 1969. — გვ. 32-33.