ფურთკალო
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
ფურთკალო — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების სტორისა და ალაზნის წყალგამყოფზე, მდინარე სტორის მარჯვენა მხარეს. სიმაღლე ზღვის დონიდან 2502 მ. ფურტკალო ასიმეტრიულია, აღმოსავლეთ კალთა ციცაბო აქვს, დასავლეთი — დამრეცი. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზედა — სუბალპური მდელოს ბალახეულით.
ფურთკალო | |
---|---|
კოორდინატები: 42°14′35″ ჩ. გ. 45°28′33″ ა. გ. / 42.24306° ჩ. გ. 45.47583° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2502 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვა |
ასაკი | ქვედაიურული |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 429.