ფუერტე-ოლიმპო
ფუერტე-ოლიმპო (ესპ. Fuerte Olimpo) — ქალაქი პარაგვაიში, ალტო-პარაგვაის დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ასუნსიონიდან 838 კმ-ის დაშორებით, მდინარე პარაგვაის ნაპირებზე. თავდაპირველად მას ფუერტე-ბორდონს ეძახდნენ. ქალაქს გარს 4 კმ სიგრძის კედელი არტყია.
ქალაქი | |
---|---|
ფუერტე-ოლიმპო Fuerte Olimpo | |
ქვეყანა | პარაგვაი |
დეპარტამენტი | ალტო-პარაგვაი |
კოორდინატები | 21°02′09″ ს. გ. 57°52′31″ დ. გ. / 21.03583° ს. გ. 57.87528° დ. გ. |
დაარსდა | 1792 |
ფართობი | 24 271 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 64 მ |
ოფიციალური ენა | ესპანური ენა და გუარანის ენა |
მოსახლეობა | 6 500 კაცი (2008) |
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 |
საფოსტო ინდექსი | 9000 |
ქალაქი 1792 წელს ფუერტე-ბორდონის სახელწოდებით დაარსდა, ამჟამინდელი სახელი კი პრეზიდენტ ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსიას მმართველობისას ეწოდა სავარაუდოდ ახლო მდებარე იმ ბორცვისგან, რომელიც საბერძნეთში მდებარე ოლიმპოს მთას წააგავს.
კლიმატი ტროპიკულია, ზაფხულის ტემპერატურა 45 °C (113 °F)-ის ფარგლებშია, მინიმალური კი ზამთარში, 9 °C (48 °F) ფიქსირდება. საშუალო წლიური ტემპერატურაა 25 °C (77 °F). რეგიონისათვის დამახასიეთებელია ძლიერი წვიმები.
2008 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 6 500 ადამიანს შეადგენს.