ფსევდოზუქიები (ლათ. Pseudosuchia) — ამომწყდარი ქვეწარმავლების რიგი თეკოიდების ზერიგისა. ცხოვრობდნენ ტრიასულ პერიოდში. იყვნენ როგორც 4, ისე 2 ფეხზე მოსიარულენი; ზურგის მხარეზე ჰქონდათ რქოვანი ფარებისაგან შემდგარი კანოვანი ჯავშანი. ფსევდოზუქიების უმრავლესობა პატარა ზომის ხმელეთის მტაცებლები იყვნენ. არსებობდნენ ნიანგისმაგვარი ფორმები, რომლებიც სიგრძით 5 აღწევდნენ. ფსევდოზუქიების ნაწილი შეეგუა ხეებზე ცხოვრებას. განამარხებული ნაშთები ცნობილია ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ნალექებიდან. ნაპოვნია ურალისპირა მხარეში და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში.

ფსევდოზუქიები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ფსევდოზუქიები
ლათინური სახელი
Pseudosuchia

ლიტერატურა

რედაქტირება