თეკოიდები
თეკოიდები (ლათ. Thecoidea) — ნამარხი ცხოველების კლასი კანეკლიანების ტიპისა. ჰქონდათ სხვადასხვა რაოდენობის მოძრავი ფირფიტებისაგან შემდგარი ჯამის ფორმა, რომლის ძირი ჩვეულებრივ, სუბსტრატზე იყო მიმაგრებული. ჯამის ცენტრში იყო პირი, რომლისკენ მიემართებოდა 5 დაუტოტავი ამბულაკრული სხივი. თეკოიდები გავრცელებულია ქვედა კემბრიულიდან ქვედა კარბონულ პერიოდამდე. გვხვდებიან იშვიათად. ყველაზე ფართოდ გავრცელებული გვარია Lepidodiscus. ლენინგრადის ოლქისა და ესტონეთის სილურულ ნალექებში გვხვდება გვარი Cyathocystis.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 644.