ფრუშკა-გორა[1] — სერი[2], იზოლირებული ჭიუხი[3] სერბეთის ავტონომიური ოლქის ვოევოდინისა და ხორვატიის ტერიტორიაზე. უმაღლესი წერტილებია: ცრვენი-ჩოტი — 539 მ, სტრაჟილოვო — 321 მ, ირიშკი-ვენაცი — 451 მ, ველიკი-გრადაცი — 471 მ.

ფრუშკა-გორა

პლიოცენის პერიოდში ჭიუხი იყო პანონიის ზღვის კუნძული[1].

1960 წელს აქ დაარსდა ამავე სახელწოდების ეროვნული პარკი, რომელიც 22 ჰა-ზეა გადაჭიმული და დაცულია უნიკალური ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტი[1].

ფრუშკა-გორა სერბი ხალხის ისტორიული სასულიერო ცენტრია, აქ ადრე მდებარეობდა 30, 1941 წლისათვის კი - 17 მონასტერი.

ფრუშკა-გორის ფართოფოთლოვან ტყეში გვხვდება ირემი და შველი. ფრინველებიდან ბინადრობს თეთრი და შავი ყარყატი, ბეგობის არწივი, ბარი, ძერა და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: