ფრთაფოთოლა (ლათ. Myriophyllum) — მცენარეთა გვარი ფრთაფოთოლასებრთა ოჯახისა. წყლისა და ჭაობის ბალახებია. თავთავებად შეკრებილი, წვრილი, უსახური ყვავილები წყლიდან აქვთ ამოყოფილი.

ფრთაფოთოლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფრთაფოთოლასებრნი
გვარი:  ფრთოფოთოლა
ლათინური სახელი
Myriophyllum

20-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 2 სახეობა: ლათ. Myriophyllum spicatum და ლათ. Myriophyllum verticillatum. ფრთაფოთოლას ზოგ სახეობას აკვარეუმებში ამრავლებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება