ფრენსის ფუკუიამა
იოსიჰირო ფრენსის ფუკუიამა (ინგლ. Yoshihiro Francis Fukuyama; დ. 27 ოქტომბერი, 1952, ჩიკაგო) — იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პოლიტეკონომისტი და მწერალი. მოღვაწეობს ჯორჯ მეისონის, ჯონს ჰოპკინზისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. უფრო მეტად ცნობილია თავისი წიგნით „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ (1992), რომელშიც ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება შეიძლება მოწმობდეს კაცობრიობის სოციოკულტურული ევოლუციის ბოლო წერტილს და გახდეს ადამიანური მმართველობის უკანასკნელი ფორმა. ფუკუიამას ეს წიგნი ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე. წიგნმა გამოსვლისთანავე გამოიწვია ფართო რეზონანსი სამეცნიერო წრეებსა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის გამოსვლის მომენტიდან იქ მოხსენიებული მრავალი მოვლენა ეჭვქვეშ დადგა, ფუკუიამა უწინდებურად უჭერდა მხარს „ისტორიის დასასრულის“ კონცეფციას.
ფრენსის ფუკუიამა | |
---|---|
ინგლ. Francis Fukuyama | |
დაბ. თარიღი | 27 ოქტომბერი, 1952[1] [2] [3] [4] [5] (72 წლის) |
დაბ. ადგილი | ჰაიდ-პარკი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მწერალი, პოლიტოლოგი, ბლოგერი, ეკონომისტი, ფილოსოფოსი და ფოტოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი და კანსაის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი, კანსაის უნივერსიტეტი და State College Area High School |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[6] |
მამა | იოშიო ფუკუიამა |
ჯილდოები | დემოკრატიის სამსახურის მედალი და იოჰან შიუტეს პრემია პოლიტიკურ მეცნიერებებში[7] |
საიტი | fukuyama.stanford.edu |
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- The End of History and the Last Man. Free Press, 1992. ISBN 0-02-910975-2
- Trust: The Social Virtues and the Creation of Prosperity. Free Press, 1995. ISBN 0-02-910976-0
- The End of Order (1997)
- The Great Disruption: Human Nature and the Reconstitution of Social Order. Free Press, 1999. ISBN 0-684-84530-X
- Our Posthuman Future: Consequences of the Biotechnology Revolution. Farrar, Straus and Giroux, 2002. ISBN 0-374-23643-7
- State-Building: Governance and World Order in the 21st Century. Cornell University Press, 2004. ISBN 0-8014-4292-3
- America at the Crossroads: Democracy, Power, and the Neoconservative Legacy (Yale University Press, 2006). ISBN 0-300-11399-4
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ AlKindi
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119203685 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://www.skytteprize.com/prize-laureates