ფრენსის უილიამ ასტონი (დ. 1 სექტემბერი, 1877, ჰარბორნი — გ.20 ნოემბერი, 1945, კემბრიჯი), ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1921), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1924).

ფრენსის ასტონი

დაამთავრა ბირმინგემისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები. 1909-იდან ასწავლიდა ბირმინგემის უნივერსიტეტში. ძირითადად იკვლევდა ქიმიური ელემენტების იზოტოპურ შედგენილობას. ასტონმა ააგო პირველი მას-სპექტრომეტრი და მისი საშუალებით ქიმიური ელემენტების 213 სტაბილური იზოტოპი აღმოაჩინა. 1925 ააგო დიდი გარჩევის ძალის მქონე მას-სპექტროგრაფი, რომლის მეშვეობით ზუსტად განსაზღვრა იზოტოპების მასები და მასათა დეფექტები. 1922 ასტონს მიენიჭა ნობელის პრემია.

ლიტერატურა

რედაქტირება