ფრანცისკო ლაჩოვსკი

ფრანცისკო "ჩიკო" ლაჩოვსკი (დ. 13 მაისი, 1991) — ბრაზილიელი მოდელი. წარდგენილია რამდენიმე ცნობილი ბრენდის რეკლამაში, როგორიცაა Dior Homme, Balmain, Hugo Boss, Etro, L'Oréal, Armani Exchange, H&M და Tommy Hilfiger.

ფრანცისკო პიჩიკონა ლაჩოვსკი

ლაჩოვსკი 2011 წელს
დაბადების სახელი ფრანცისკო პიჩიკონა ლაჩოვსკი
დაბადების თარიღი 13 მაისი , 1991 (33 წლის)
კურიტიბა, ბრაზილია
საქმიანობა მოდელი
ცნობილია როგორც ჩიკო ლაჩოვსკი
სიმაღლე 1.92 მ

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა 13 მაისს, 1991 წელს, კურიტიბაში, ბრაზილია, რობერტო ლაჩოვსკის ოჯახში, რომელიც წარმოშობით პოლონელია, ხოლო მისი დედა მარია ლაჩოვსკი, წარმოშობით პორტუგალიელი და გერმანელია. ფრანცისკოს ასევე ჰყავს ორი და.

ლაჩოვსკი პირველად 19 წლის ასაკში აღმოაჩინეს, როდესაც მისმა ბიძაშვილმა ნატალიამ მიიწვია მისი სკოლის მიერ გამართულ პატარა მოდის ჩვენებაში, სადაც მას დაუკავშირდა მოდის სააგენტო, რომელიც დაესწრო Ford Men's Supermodel of World-ს 2008 წელს. 2009 წელს ჩიკომ დაიწყო მონაწილეობის მიღება მოლანის და პარიზის მოდის კვირეულში, დიზაინერებისთვის როგორიცაა Gucci და Dior. ლაჩოვსკის მოდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2008 წელს სან პაულოში გაიმარჯვა Ford Men's Supermodel of the World კონკურსში, რისთვისაც მას კონტრაკტი გაუფორმეს Ford Models-თან. იგი რამდენიმე ჟურნალის გარეკანზეც გამოჩნდა, მათ შორის Vanity Teen, Homme Essential, Carbon Copy, Made in Brazil, Chaos და L'Officiel Hommes. ლაჩოვსკის 2016 წელს models.com-მა მიანიჭა წლის მამაკაცი მოდელის ტიტული.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2010 წელს ლაჩოვსკი შეხვდა მოდელ ჯესიან გრეველ ბელანდს და ისინი 2013 წელს დაქორწინდნენ. მათ ყავთ 2 ბიჭი. 2019 წელს, ფრანცისკომ და მისმა ოჯახმა გამოუშვა პორტრეტის წიგნი, ფოტოგრაფ რიკარდო გომესთან თანამშრომლობით. [1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება