ფრანსუა კუპერენი
ფრანსუა კუპერენი (ფრანგ. François Couperin [fʁɑ̃swa kupʁɛ̃]; 10 ნოემბერი, 1668 – 11 სექტემბერი, 1733)[10] – ბაროკოს ეპოქის ფრანგი კომპოზიტორი და ორგანისტი. ის ცნობილი იყო როგორც ფრანგ. cuperin le grand („დიდი კუპერენი“), რაც განასხვავებს მას მუსიკალურად ნიჭიერი კუპერენის ოჯახის სხვა წევრებისაგან.
ფრანსუა კუპერენი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 10 ნოემბერი, 1668[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | პარიზი[1] [9] |
გარდ. თარიღი | 11 სექტემბერი, 1733[1] [2] [3] [4] [6] [7] [8] (64 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[1] [9] |
ფრანსუა კუპერენი ვიკისაწყობში |
ცხოვრება
რედაქტირებაკუპერენი ცნობილ მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა. მამამისი, შარლი, იყო ორგანისტი სენ-ჟერვეს მონასტერში პარიზში, თანამდებობაზე, რომელიც მანამდე შარლის ძმას, ლუი კუპერენს ეკავა, იგი იყო პატივსაცემი ვირტუოზი და კომპოზიტორი, რომლის კარიერაც ნაადრევი გარდაცვალების მიზეზით შეწყდა. ბავშვობაში ფრანსუას გაკვეთილებს უტარებდა მამამისი, მაგრამ იგი გარდაიცვალა 1679 წელს. სენ-ჟერვეს მონასტერმა დაიქირავა მიშელ რიშარ დელალანდე, როგორც ახალი ორგანისტი იმ დათქმით, რომ ფრანსუა მას 18 წლის ასაკში შეცვლიდა.
იმავდროულად, 11 წლის ბავშვზე ზრუნავდა ორგანისტი ჟაკ-დენის ტომელენი, რომელიც მუშაობდა, როგორც სამეფო კარზე, ისე მსახურობდა სენ-ჟაკ-დე-ლა-ბუშერის ეკლესიაში. ბიოგრაფი ევრარ ტიტონ დუ ტილე წერდა, რომ ჟაკ ტომელენი ძალიან კარგ დამოკიდებულებაში იყო პატარა ფრანსუასთან, იგი ბავშვისათვის მეორე მამა გახდა. ფრანსუამ ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ საეკლესიო კრებამ 1685 წლიდან დაიწყო მისთვის ხელფასის გადახდა ეკლესიაში დაკვრისათვის, მაგრამ ეკლესიას მასთან ოფიციალურად კონტრაქტი არ ჰქონია დადებული.
ოცდაერთი წლის კუპერენს გარდაეცვალა დედაც, მარი (დაბადებით გერენი), მაგრამ სხვა მხრივ მის ცხოვრებას და კარიერას თან ახლდა წარმატება. 1689 წელს ფრანსუა დაქორწონდა ერთ-ერთი მდიდარი ოჯახის ქალიშვილზე, მარი-ან ანსოზე. მომდევნო წელს გამოქვეყნდა მისი Pièces d'orgue, ორგანის მესების კრებული. მას დადებით შეფასებას აძლევდა დელალანდე, რომელიც, შესაძლოა, ეხმარებოდა პროექტში. სამი წლის შემდეგ კუპერენმა შეცვალა ტომელენი ლუდოვიკო XIV-ს სამეფო კარზე. ამ თანამდებობაზე დანიშვნამ იგი დააახლოვა ზოგიერთ საუკეთო კომპოზიტორთან და არისტოკრატიასთან. მისი ყველაზე ადრეული კამერული მუსიკა სწორედ ამ დროით თარიღდება.
სამეფო თანხმობა გამოქვეყნებაზე
რედაქტირებაკუპერენმა მიიღო 20 წლიანი სამეფო პრივილეგია ნაწარმოებების გამოქვეყნებისათვის, 1713 წელს მან მაშინვე დაიწყო მისი გამოყენება და გამოაქვეყნა პირველი ნაწილი (ოთხიდან) ნაწარმოებებისა კლავესინისთვის (Pieces de clavecin). 1716 წელს მან გამოაქვეყნა „კლავესინზე დაკვრის სახელმძღვანელო“ და ასევე, კლავიშებიანი და კამერული მუსიკის კომპოზიციები. 1717 წელს კუპერენმა შეცვალა თავისი ერთ-ერთი კოლეგა ჟან-ანრი დ'ანგლებერი, როგორც {{ordinaire de la musique de la chambre du roi pour le clavecin, ეს თანამდებობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა იყო სამეფო კარის მუსიკოსთათვის, მაგრამ მისი მონაწილეობა მუსიკალურ საქმიანობებში შემცირდა 1715 წლიდან ლუდოვიკ XIV გარდაცვალების შემდეგ.
კუპერენის ჯანმრთელობა გაუარესდა 1720-ან წლებში. 1723წელს სენ-ჟერვეს ეკლესიაში მის თანამდებობაზე დანიშნეს მისი ბიძაშვილი, 1730 წელს სამეფო კარზე მის თანამდებობაზე დანიშნეს მისი ქალიშვილი მარგარიტა-ანტუანეტა კუპერენი, კუპერენმა უკანასკნელი ნაწარმოებები გამოაქვეყნა 1728 წელს – Pièces de violes, ასევე 1730 წელს კლავესინის პიესების მეოთხე ნაწილი. შენობა რომელშიც კუპერენი და მისი ოჯახი ცხოვრობდა 1724 წლიდან, დღემდე დგას ქუჩების rue Radziwill და rue des Petits Champs კუთხეში. კომპოზიტორს დარჩა სამი შვილი: მარგარიტა-ანტუანეტა, რომელმაც გააგრძელა მუშაობა სამეფო კარის კლავესინისტად 1741 წლამდე, მარია-მადლენი (მარია სესილი), რომელიც გახდა მონაზონი და გააგრძელა დაკვრა ორგანზე მობუისონის სააბატოში და ფრანსუა-ლორანა, რომელიც იმ ეპოქის წყაროების მიხედვით, დატოვა იჯახი მამის გარდაცვალების შემდეგ.
შრომები
რედაქტირებაკუპერენი აღიარებდა, რომ ვალში იყო იტალიელი კომპოზიტორის არკანჯელო კორელის წინაშე. მან შემოიტანა კორელის ტრიო-სონატის ფორმა საფრანგეთში. კუპერენის დიდი ტრიო დასათაურებული იყო, როგორც Le Parnasse, ou L'apothéose de Corelli" („პარნასი, ანუ კორელის აპოთეოზი“). მან მასში აურია იტალიური და ფრანგული მუსიკის მრავალი სტილი პიესაში, რომელსაც უწოდა Les goûts réunis („გაერთიანებული სტილები“).
მისი ყველაზე ცნობილი წიგნია კლავესინზე დაკვრის ხელოვნება. იგი გამოქვეყნდა 1716 წელს, შეიცავს რეკომენდაციებს თითების, შეხების, ორნამენტებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ, ასევე საკლავიშო ინსტრუმენტების კლავიატურის შესახებ.
ოთხი ტომი კუპერენის კლავესინის მუსიკისა გამოიცა პარიზში 1713, 1717, 1722 და 1730 წლებში, შეიცავს 230-ზე მეტ პიესას, მან გამოაქვეყნა წიგნი Concerts Royaux, რომლებიც შეიძლება შესრულდეს, როგორც სოლო პიესები ან როგორც პატარა კამერული ნაწარმოებები. ოთხი კომპოზიცია მხოლოდ კლავესინისათვის დაჯგუფებულია, როგორც ordres, (იგივეა, რაც სიუიტა). შეიცავს ტრადიციულ ცეკვებს, ასევე პიესებს აღწერილობითი სახელებით. ისინი ცნობილია კუპერენის ორნამენტების დეტალური მითითებით. პირველ და ბოლო პიესების ordres ერთი და იგივე ტონალობისაა, მაგრამ შუა პიესები შეიძლება იყოს სხვა, მჭიდროდ დაკავშირებულ ტონალობებში. ამ ტომით აღფრთოვანებული იყო იოჰან სებასტიან ბახი, კუპერენმა და ბახმა ერთმანეთში გაცვალეს წერილები, შემდეგ იოჰანეს ბრამსმა და მორის რაველმა, რომლებმაც უკვდავყო ხსოვნა კომპოზიტორისა ნაწარმოებში Le Tombeau de Couperin („კუპერენის აკლდამა“).
კუპერენის ბევრ საკლავიშო პიესებს აქვს დასამახსოვრებელი ფერწერული სახელები (მაგალითად ასეთი: "ქარის პატარა წისკვილები", ან "იდუმალი ბარიკადები" და გამოხატავს განწყობას ტონალობის, ინოვაციური ჰარმონიისა და (გადაწყვეტილი) დისონანსების საშუალებით. მათ ადარებდნენ მინიატურულ სიმფონიურ პოემებს. ამ მახასითებლებმა მიიპყრო რიხარდ შტრაუსის ყურადღება, რომელმაც რამდენიმე მათგანის გაორკესტრება გააკეთა.
იოჰანეს ბრამისის საფორტეპიანო მუსიკაზე გავლენა იქონია კუპერენის საკლავიშო მუსიკამ. ბრამსი საჯაროდ ასრულებდა კუპერენის მუსიკას და თავისი წვლილი შეიტანა 1880-იან წლებში ფრიდრიხ კრიზანდერის მიერ კუპერენის კლავესინის პიესების პირველ სრულ გამოცემაში.
თანამედროვე ინგლისელმა კოპოზიტორმა ტომას ადესმა, აიღო სამი პიესა კუპერენის სიუიტების სხვადასხვა ნაკრებებიდან და გააორკესტრა ისინი თავის ნაშრომში „სამი ეტიუდი კუპერენიდან“.
ადრეული მუსიკის ექსპერტი იორდი სავალი წერდა, რომ „კუპერენი იყო შესანიშნავი პოეტი-მუსიკოსი“, რომელსაც სწამდა, რომ „მუსიკას შეეძლო, გამოხატული ყოფილიყო პროზასა და პოეზიაში“ და რომ „მუსიკალურ პოეზიაში, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მას აქვს მადლი, რომელიც რომერიც უფრო ლამაზია ვიდრე თავად სილამაზე“. [11]
ორგანი
რედაქტირებაკუპერენის საორგანო მუსიკის კოლექციიდან მხოლოდ ერთი შემორჩა – Pièces d'orgue conistantes en deux messes („პიესები ორგანისათვის, რომელიც შედგება ორი მესისაგან“"). მისი პირველი ხელნაწერი გამოჩნდა დაახლოებით 1689-1690 წლებში.[12][13] 21 წლის ასაკში კუპერენს არ ჰქონდა არც საშუალება და არც შესაბამისი რეპუტაცია ფართო პუბლიკაციის მისაღებად, მაგრამ მისი ნამუშევარი დადებითად შეაფასა მისმა მასწავლებელმა, მიშელ რიშარ დელალანდემ, რომელიც წერდა, რომ „მუსიკა იყო ძალიან ლამაზი და ღირსეული მსმენელისათვის წარსადგენად“.[14] ორი მესა განკუთვნილი იყო სხვადასხვა აუდიტორიისათვის: პირველი სამრევლო ან საერო ეკლესიებისათვის (paroisses pour les fêtes solemnelles), მეორე კი მონასტრების ან სააბატო ეკლესიებისათვის (couvents de religieux et religieuses). ეს მესები მრავალ ნაწილიანია, ლათინური მესების შესაბამისად: Kyrie (5 ნაწილი), Gloria in Excelsis Deo (3) Agnus Dei (2) და დამატებითი Offertory და Deo gratias თითოეული მესის დასასრულებლად.
კუპერენი მიჰყვებოდა მეთოდებს, რომლებსაც იყენებდნენ გიიომ-გაბრიელ ნივერსი, ნიკოლა ლებეგი და ჟაკ ბოივენი, ასევე ფრანგული ბაროკოს ბევრი სხვა წინამორბედი. „სამრევლოების“ მესებში, კრიესა და სანქტუსის ნაწილებში, cantus firmus-ის სახით იყენებდა გრიგორიანულ ქორალს ნაწარმოებიდან Missa cunctipotens genitor Deus, მსგავს მასალას ეფუძნებოდა კირიეს ფუგის თემაც. სამეფო კარისათვის განკუთვნილი მესები არ შეიცავდა ქორალს, ვინაიდან ყოველ მონასტერს შენარჩუნებული ჰქონდა საგალობლის საკუთარი, არასტანდარტული ნიმუშები. კუპერენი მრავალი თვალსაზრისით განსხვავდებოდა მისი წინამორბედებისაგან. მაგალითად Récits-ის ჰანგები მკაცრად რიტმულია და მიმართულება გააჩნია, ამ ჟანრის წინა ნიმუშებისგან განსხვავებით. ვილი აპელი წერდა: „ეს მუსიკა გამოხატავს ბუნებრივი წესრიგის გრძნობას, სიცოცხლის ძალას და უშუალო შეგრძნებას, რომელიც აღწევს საფრანგეთის საორგანო მუსიკაში, ახალი ნიავივით“. [15]
კოლექციის ყველაზე გრძელი ნაწარმოები არის Offertoire sur les grands jeux, პორველი მესა, რომელიც წააგავს გაფართოებულ ფრანგული უვერტიურას სამი დიდი მონაკვეთით: პრელუდია, ქრომატიული ფუგა მინორში და ჟიგას მსგავსი ფუგა. ბრიუს გუსტაფსონმა ამ ნაწილს უწოდა „ფრანგული კლასიკური მუსიკის შედევრი“. [16] მეორე მესა ასევე შეიცავს Offertoire-ს მსგავსი ფორმით, მაგრამ ეს მესა არ ითვლება ისეთივე ოსტატურად, როგორც პირველი. აპელი წერდა: „კუპერენი ზოგადად არ უთმობდა დიდ ყურადღებას ამ მესას, რომელიც დაიწერა სააბატოს მოკრძალებული ეკლესიებისათვის, როგორც სხვებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, მან თავად წარადგინა სენ-ჟერვეს ორგანზე“.[17]
ლიტერატურა
რედაქტირება- Apel, Willi (1972). The History of Keyboard Music to 1700. Bloomington: Indiana University Press, გვ. 736–738.
- Beaussant, Philippe (1990). François Couperin; translated from the French by Alexandra Land. Amadeus Press. ISBN 0-931340-27-6.
- Gauthier, Laure (2008). Mélodies urbaines: la musique dans les villes d'Europe (XVIe-XIXe siécles) (French). Presses Paris Sorbonne, გვ. 256. ISBN 978-2-84050-563-1. ციტირების თარიღი: 2013-05-27.
- Gillespie, John: Five Centuries of Keyboard Music: An historical survey of music for harpsichord and piano, New York NY: Dover Publications, Inc., 1965. ISBN 0-486-22855-X
- Gustafson, Bruce (2004). „France“, რედ. Alexander Silbiger: Keyboard Music Before 1700. New York: Routledge, გვ. 115–116.
- Higginbottom, Edward. „Couperin: (4) François Couperin (ii) [le grand]“. გროუვის მუსიკალური ლექსიკონი. ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|last-author-amp=
(დახმარება) - Mellers, Wilfrid: "Francois Couperin and the French Classical Tradition", London UK:Faber & Faber; 2nd edition (October 1987) ISBN 978-0-571-13983-5
- Savall, Jordi (2005), François Couperin: Les Concerts Royaux, Alia Vox, AV9840, http://www.alia-vox.com/cataleg.php?id=1 დაარქივებული 2016-03-24 საიტზე Wayback Machine.
მთავარი ბმულები
რედაქტირება- ფრანსუა კუპერენი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- François Couperin — უფასო ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
- ფრანსუა კუპერენი — უფასო ნოტები Choral Public Domain Library-ზე (ChoralWiki)
- Kunst der Fuge: François Couperin – MIDI files
- MP3 files of Kyrie movements of "Mass for the Convents": Kyrie 1 (Plein jeu) (1.4 MB), Kyrie 2 (Fugue) (2.2 MB), Kyrie 5 (Dialogue) (2.6 MB)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118670247 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 6.0 6.1 IMSLP — 2006.
- ↑ 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 8.0 8.1 Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ 9.0 9.1 9.2 People of Modernity Base
- ↑ Beaussant 1990, p. 348.
- ↑ Savall 2005.
- ↑ Gustafson 2004, p. 115ff.
- ↑ Apel 1972, p. 736ff.
- ↑ Gustafson 2004, p. 115.
- ↑ Apel 1972, p. 737.
- ↑ Gustafson 2004, p. 116.
- ↑ Apel 1972, p. 738.