ფრანსის სარჯენტ ოსგუდი

(გადამისამართდა გვერდიდან ფრანსის საგენტ ოსგუდი)

ფრანსის სარჯენტ ოსგუდი (ინგლ. Frances Sargent Osgood; ქალიშვილობის გვარი — ლოკი; დ. 18 ივნისი, 1811, ბოსტონი, მასაჩუსეტსი — გ. 12 მაისი, 1850) — ამერიკელი პოეტი და ყველაზე პოპულარული მწერალი ქალი, თავისი მოღვაწეობის პერიოდში.[7] ზედმეტ სახელად „ფენი“-ს ეძახდნენ. იგი აგრეთვე ცნობილი იყო რომანტიკული პოემების მიმოწერით ედგარ ალან პოსთან.

ფრანსის სარჯენტ ოსგუდი
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1811(1811-06-18)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ბოსტონი
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი, 1850(1850-05-12)[1] [2] [3] [4] (38 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი
დასაფლავებულია მაუნტ-ობერნის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[5] [6] და პოეტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
მეუღლე სემიუელ სტილმან ოსგუდი

ცხოვრება

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ფრანსის სარჯენტ ლოკი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტში, ჯოზეფ ლოკის, მდიდარი ვაჭარის, და მერი ინგერსოლ ფოსტერის, ჯოზეფის მეორე ცოლის, ოჯახში. ფრანსისის მამის პირველი ცოლი, მარტა ინგერსოლი იყო მერის, ჯოზეფის მეორე ცოლის და. მერი იყო ბენჯამინ ფოსტერის ქვრივი, რომელთანაც მას ორი შვილი ჰყავდა: უილიამ ვინსენტ ფოსტერი და ანა მარია უელსი, რომელიც აგრეთვე გახდა პოეტი და მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფრენსისთან. ჯოსეფს და მერის შვიდი შვილი ჰყავდათ, მათ შორის ენდრიუ ეიტჩისონ ლოკი, რომელიც მწერალი გახდა. ფრანსისი ჰინგამში გაიზრდა[8] და ჩააბარა ბოსტონის პრესტიჟულ ლიცეუმში ახალგაზრდა ქალბატონებისთვის.[9] მისი პოეზია პირველად გამოქვეყნდა როდესაც მას თოთხმეტი წელი შეუსრულდა, საბავშვო ჟურნალში, რომელიც თვეში ორჯერ გამოდიოდა პერიოდულად და რედაქტორი იყო ლიდია მარია ჩაილდი.[8]

ქორწინება

რედაქტირება
 
ოსგუდის ქალიშვილები

1834 წელს ფრენსისი შეხვდა სემიუელ სტილმან ოსგუდს, ახალგაზრდა მხატვარს, ბოსტონიდან. მან თხოვა ფრანსის პორტრეტისთვის პოზირება. ისინი დაინიშნენ პორტრეტის დასრულებამდე და დაქორწინდნენ 1835 წლის 7 ოქტომბერს.[10]

ქორწილის შემდეგ, ისინი გადავიდნენ ინგლისში საცხოვრებლად. 1836 წლის 15 ივლისს მათი პირველი შვილი ელენ ფრანსესი დაიბადა. 1838 წელს, ინგლისში ყოფნის დროს, ფრანსისმა გამოუშვა პოემების კოლექცია ყვავილების გვირგვინი ახალი ინგლისიდან [11] სადაც შევიდა აგრეთვე ელფრიდა, დრამატული პოემა ხუთი მოქმედებით. მან მოგვიანებით გამოუშვა სხვა ლექსების ტომეული სახელად, ბედის ყუთი.

მამის სიკვდილის შემდეგ, ოსგუდები 1839 წელს ბოსტონში დაბრუნდნენ. მეორე გოგოს დაბადების შემდეგ, მეი ვინსენტის, 1839 წლის 2 ივლისს, ისინი გადავიდნენ ნიუ იორკში. ოსგუდი გახდა ნიუ იორკის ლიტერატურული საზოგადოების პოპულარული წევრი და ნაყოფიერი მწერალი. ბევრი მისი ნაწერი ქვეყნდებოდა ფართოდ იმ დროინდელ პოპულარულ ჟურნალებში. ხანდახან ის წერდა „კეიტ კაროლის“ ან „ვიოლეტ ვეინის“ ფსევდონიმის ქვეშ.[12] მისი წიგნი, პოეზია ყვავილების და ყვავილების პოეზია გამოქვეყნებული იყო 1841 წელს. სხვა მისი გამოქვეყნებული ნამუშევრები იყო თეთრყვავილა, ახალი წლის საჩუქარი ბავშვებისთვის (1842), ვარდი, ესკიზები ლექსში (1842), ფისო ჩექმებში (1842), მარკიზ კარაბასი (1844), და ყვირილები ნიუ იორკში (1846).[13]

მიუხედავად იმისა რომ მისი პროფესიონალური ცხოვრება წარმატებით მიმდინარეობდა, პირად ცხოვრებაში პრობლემები ჰქონდა. იყო ცნობები რომ ოსგუდი ქმარს 1843 წელს დაშორდა.[14]

 
პოს პორტრეტი დახატული, ფრანსისის ქმრის, სემიუელ სტილმან ოსგუდის მიერ

ურთიერთობა პოსთან

რედაქტირება

1845 წლის თებერვალში, პომ ჩაატარა ლექცია ნიუ იორკში, სადაც გააკრიტიკა ამერიკული პოეზია, განსაკუთრებით ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო. თუმცა შეაქო ოსგუდი. მიუხედავად იმისა, რომ ოსგუდმა ეს ლექცია გამოტოვა, მან მეგობარს მიწერა და უთხრა, რომ პოს „უწოდეს დღის სასტიკი კრიტიკოსი“ და ეს ფაქტი კომპლიმენტს ოსგუდის მიმართ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.[15]

თვლიან რომ პო და ოსგუდი პირველად პირადად შეხვდნენ მაშინ, როცა ნატანიელ პარკერ უილისმა გააცნო მათ ერთმანეთი, 1845 წლის მარტში, იმ დროს როდესაც ოსგუდი დაშორებული იყო (მაგრამ არა განქორწინებული) ქმართან.[16] პოს ცოლი ვირჯინია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. პო შეიძლება იმიტომ მოიხიბლა ოსგუდით, რომ ისინი ორივენი წარმოშობით ბოსტონიდან იყვნენ, აგრეთვე ოსგუდს ისეთივე ბავშვური თვისებები ჰქონდა როგორც ვირჯინიას. ოსგუდს შესაძლებელია იმ პერიოდში ტუბერკულიზის დაწყებითი სტადია ჰქონდა, როგორც ვირჯინიას.[17]

პომ ისარგელბა იმ უფლებით, რომ იგი იყო ბროდვეის ჟურნალის ერთი მესამედის მფლობელი და გამოაქვეყნა ოსგუდის პოემები, მათ შორის ის პოემები, სადაც ფლირტი იყო ასახული. პო ოსგუდის პოემებს, პოემებით პასუხობდა, ხანდახან ედგარ ტ. ს. გრეის ფსევდონიმითაც წერდა. ყველაზე აღსანიშნავია პოემა „ვალენტაინი“. ეს პოემა ფაქტობრივად გამოცანაა, რომელიც შეიცავს ოსგუდის სახელს, თუ წავიკითხავთ პირველ ასოს პირველ ხაზს, მეორე ასოს მეორე ხაზს და ა.შ. მიუხედავად ვნებიანი მიმოწერისა, მათი ურთიერთობა ხშირად განიხილებოდა როგორც წმინდა პლატონური.[18]

უცნაურია, რომ პოს ცოლი ვირჯინია დათანხმდა მათ ურთიერთობებზე და ხშირად ეპატიჟებოდა ოსგუდს სახლში. ვირჯინიას სჯეროდა რომ ოსგუდს „დადებითი“ გავლენა მოჰქონდა პოსთვის. პომ ალკოჰოლსაც კი დაანება თავი, რათა შთაბეჭდილება მოეხდინა ოსგუდისთვის. შესაძლებელია ვირჯინია შიშობდა მოახლოებული სიკვდილის გამო და ცდილობდა თავისი შემცვლელი ეპოვა, ის ვინც პოს მოუვლიდა.[19] ოსგუდის ქმარი სემიუელიც კი არ იყო ამ ურთიერთობის წინააღმდეგი, ალბათ მიჩვეული იყო ცოლის ასეთ საქციელს.[20] თავად სემიუელი ცნობილი იყო როგორც მექალთანე.[19] თუმცა სხვები არ იყვნენ ასე კეთილგანწყობილნი; ოსგუდის და პოს ურთიერთობა ფართოდ იყო გაკრიტიკებული.

ახალგაზრდა პოეტი ელიზაბეტ ფ. ელეტი, რომელსაც პო მოსწონდა, ხოლო პო მას ვერ იტანდა, განავრცო ჭორები პოს და ოსგუდის ურთიერთობის შესახებ, იგი ვირჯინიასაც კი დაუკავშირდა და გააფრთხილა. ელენი იმასაც კი ამბობდა, რომ ოსგუდის მესამე შვილი, ფენი ფეი, ოსგუდის ქმრისგან კი არა, არამედ პოსგან იყო. ფენი ფეი დაიბადა 1846 წლის ივნისში, მაგრამ ოქტომბერში გარდაიცვალა.[21] პოს ბიოგრაფი კენეტ სილვერმანი ამბობს რომ, ალბათობა იმისა რომ პო იყო ფენი ფეის მამა არის "შესაძლებელი, მაგრამ ნაკლებად დასაჯერებელი".[22] ოსგუდი, რომელიც ცდილობდა თავისი რეპუტაციის დაცვას, პოს გაუგზავნა მარგარეტ ფულერი და ენი ლინჩი, რათა პოს დაებუნებინა მათი პირადი წერილები, რომ მას გაენადგურებინა.[21] 1846 წლის ივლისში, ოსგუდის ქმარმა სემიუელმა მოთხოვა ელეტს ბოდიში მოეხადა მისი ცოლისთვის, თორემ იგი სასამართლოში უჩივლებდა. ელეტმა უკან წაიღო თავის სიტყვები და პოს და მის ცოლს დადო ბრალი ყველაფერში.[23] ოსგუდი და პო 1847 წლის შემდეგ აღარ ურთიერთობდნენ.[24]

პო არ იყო ერთადერთი ვისაც ოსგუდთან სალიტერატურო ფლირტი ჰქონდა. რამდენიმე მამაკაცი იყო ოსგუდით მოხიბლული, მათ შორის რუფუს უილმოტ გრისვოლდი, ვისაც ოსგუდმა მიუძღვნა პოეზიის წიგნი.[25] ოსგუდმა ასევე დაწერა სამიჯნურო პოემა, რომელმაც მისი სახელი გრისვოლდთან დააკავშირა.[18] კონკურენციამ ოსგუდის გამო, პო და გრისვოლდი სამარცხვინო მეტოქეობამდე მიიყვანა, რომელიც კარგად არის გადმოცემული გრისვოლდის რეტპუაციის შელახვაში, პოს სიკვდილის შემდეგ - (ნახეთ ედგარ ალან პოს სიკვდილი).[25]

სიკვდილი

რედაქტირება
 
ფრანსის სარჯენტ ოსგუდი, სურათი ამოღებულია 1850 წლის პოემების კრებულიდან

ოსგუდი და მისი ქმარი 1846 წელს შერიდგნენ და გადავიდნენ ცოტა ხნით ფილადელფიაში, რათა სკანდალისგან შორს ყოფილიყვნენ.[9] აგრეთვე ოსგუდი ავად იყო, თუმცა წერას განაგრძობდა. 1847 წელს ავადმყოფობის გამო ოსგუდი სულ თვის ოთახში იყო და არ გამოდიოდა, ამ დროს მისი ქალიშვილები 11 და 8 წლისები იყვნენ; ამ პერიოდიდან, მისი ლექსების უმეტესობა, მათ ეძღნვებოდა.[26] ოსგუდის ქმარმა, რომელსაც პრობლემები ჰქონდა ფულთან დაკავშირებით, კვლავ მიატოვა 1849 წელს იგი და შეუერთდა კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებას.[27] ის მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა უკან.[9]

ოსგუდი ტუბერიკულიოზით 1850 წელს გარდაიცვალა. ის დამარხეს ჰაინგამის სასაფლაოზე, მასაჩუსეტში. 1851 წელს მისი პოემების კრებული გამოუშვეს მეგობრებმა სათაურით „მოგონებანი, დაწერილი მისის ფრანსის სარჯენტ ლოკ ოსგუდის მეგობრების მიერ“. 1854 წელს კვლავ გამოუშვეს ეს კრებული სათაურად "ლორელის ფოთლები"[13] და ბიოგრაფიული შესავალი გრისვოლდის მიერ იყო რედაქტირებული.[26]

ოსგუდი ნაყოფიერი მწერალი იყო და ხშირად წერდა სტატიებს გაზეთებისა და ჟურნალებისთვის.[7] ის იყო ყველაზე სათაყვანებელი ქალი პოეტი 1840-იანი წლების შუა პერიოდში.[8] ოსგუდი ძალიან ღიად წერდა, და ფართოდ განიხილავდა ურთიერთობებს, რომლებიც სხვებთან ჰქონდა,[28] მიუხედავად მისი მორცხვი ხასიათისა.[8] უმეტესობა ოსგუდის ნამუშევრებისა სიყვარულის შესახებაა, თუმცა მან ასევე მიუძღვნა პოემები დედას, დას, ქმარს და რაომდენიმე მეგობარს.[29] პოემები რომლებიც შვილეს მიუძღვნა, არ არის სენტიმენტალური, მაგრამ ლიტერატურულმა ისტორიკოსმა ემილ სტრაიპს უოტსმა დაწერა რომ ეს პოემები წარმოადგენს „გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას, ისე როგორც ადრე არცერთ ქალს არ გამოუხატავს პოეზიაში“ აგრეთვე ზრუნვას შვილებისადმი და მათი მომავალისადმი.[30]

გრისვოლდმა ერთხელ თქვა, რომ მან პოემა ფაქტობრივად „ზეპირი ლაპარაკის დროს შექმნა“.[31] პომ, ოსგუდზე თქვა, რომ „ის აბსოლუტურად უკონკურენტოა, ვფიქრობ არა მარტო აქ, ჩვენ ქვეყანაში, არამედ ინგლისშიც“.[32] მან მიმოიხილა მისი პოემების კოლექცია ყვავილების გვირგვინი ახალი ინგლისიდან 1846 წლის სექტემბერში და თქვა, რომ ავტორის ეს ექსპოზიცია „ღრმა გრძნობებით და გასაოცარი გემოვნებით“ გამოირჩევა და მისი ნამუშევრები იმსახურებს ფართო გავრცელებას.[33]

რჩეული ნამუშევრების სია

რედაქტირება
  • ყვავილების გვირგვინი ახალი ინგლისიდან (1838)[8]
  • ბედის ყუთი (1839)[8]
  • პოეზია ყვავილების და ყვავილების პოეზია (1841)
  • თეთრყვავილა, ახალი წლის საჩუქარი ბავშვებისთვის (1842)[13]
  • ვარდი, ესკიზები ლექსში (1842)[13]
  • ფისო ჩექმებში (1842)[13]
  • მარკიზ კარაბასი (1844)[13]
  • ყვირილები ნიუ იორკში (1846)[13]
  • მოგონებანი, დაწერილი მისის ფრანსის სარჯენტ ლოკ ოსგუდის მეგობრების მიერ (გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ 1851 წელს)[13]
  • ლორელის ფოთლები (გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ 1854 წელს)[13]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
  3. 3.0 3.1 IMSLP — 2006.
  4. 4.0 4.1 FemBio database
  5. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  6. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  7. 7.0 7.1 Silverman, 281
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Kane, Paul. Poetry of the American Renaissance. New York: George Braziller, 1995: 159. ISBN 0-8076-1398-3
  9. 9.0 9.1 9.2 Nineteenth-Century Literary Criticism. Frances Sargent Osgood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-27. ციტირების თარიღი: 2008-09-10, 2008. ციტირების თარიღი: January 27, 2008.
  10. Dictionary of Literary Biography. Frances Sargent Osgood. ციტირების თარიღი: January 27, 2008.
  11. Frances Sargent Locke Osgood (1811-1850). Houghton Miflin - The Heath Anthology of American Literature, Fifth Edition - Paul Lauter, General Editor. ციტირების თარიღი: January 27, 2008.
  12. Silverman, 282
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 13.8 Literature online biography. Frances Sargent Locke Osgood. ციტირების თარიღი: January 29, 2008.[მკვდარი ბმული]
  14. Watts, 111–112
  15. Silverman, 281–282
  16. Meyers, 174
  17. Silverman, 279–282
  18. 18.0 18.1 Sova, 177
  19. 19.0 19.1 Silverman, 287
  20. Moss, 211
  21. 21.0 21.1 ბენტონი, რიჩარდ პ. „მეგობრები და მტრები: ქალები ედგარ ალან პოს ცხოვრებაში“ კრებულში Myths and Reality: The Mysterious Mr. Poe. Baltimore: Edgar Allan Poe Society, 1987. p. 13 ISBN 0961644915
  22. Silverman, 289
  23. Meyers, 192
  24. Quinn, 498
  25. 25.0 25.1 Meyers, 209
  26. 26.0 26.1 Watts, 113
  27. Watts, 111
  28. Watts, 105
  29. Watts, 106
  30. Watts, 115
  31. Silverman, 280
  32. Meyers, 175
  33. Sova, 258

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Child, Lydia Maria Francis. The Juvenile Miscellany. Boston, Mass: Printed and published by John Putnam, 1826. worldcat.org Accessed January 27, 2008
  • Locke, John G. Book of the Lockes. A Genealogical and Historical Record of the Descendants of William Locke, of Woburn. Boston: J. Munroe and co, 1853. (p. 139) googlebooks Accessed January 30, 2008
  • Meyers, Jeffrey. Edgar Allan Poe: His Life and Legacy. Cooper Square Press, 1992. ISBN 0815410387.
  • Moss, Sidney P. Poe's Literary Battles: The Critic in the Context of His Literary Milieu. Southern Illinois University Press, 1969.
  • Quinn, Arthur Hobson. Edgar Allan Poe: A Critical Biography. Baltimore: The Johns Hopkins University Press, 1998. ISBN 0801857309
  • Silverman, Kenneth. Edgar A. Poe: Mournful and Never-ending Remembrance. Harper Perennial, 1991. ISBN 0060923318.
  • Sova, Dawn B. Edgar Allan Poe: A to Z. New York: Checkmark Books, 2001. ISBN 081604161X.
  • Watts, Emily Stipes. The Poetry of American Women from 1632 to 1945. Austin, Texas: University of Texas Press, 1978. ISBN 0-292-76540-2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება