ფრანკლინის კლუბი
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
ფრანკლინის კლუბი — სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოში. ორგანიზაცია 2021 წელს დააარსეს ალექსანდრე თარხან-მოურავმა, რევაზ თოფურიამ და ალექსანდრე ზიბზიბაძემ.
ფრანკლინის კლუბი | |
---|---|
დევიზი | განათლება, კვლევა და თანამშრომლობა თავისუფლებისთვის |
შეიქმნა | 2021 წლის 18 ივნისი |
სტატუსი | არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი |
ტიპი | ჰობროდული ტიპის არასამთავრობო ორგანიზაცია |
მიზანი | ლიბერტარიანული ღირებულებების გავრცელება |
ქვეყანა | საქართველო |
https://franklin.ge/ka/ |
კლუბი კლასიკურ ლიბერალთა და ლიბერტარიანელთა ასოციაციაა, რომელიც ემსახურება ინდივიდუალური არჩევანისა და საბაზრო ეკონომიკის, როგორც წარმატებული და თავისუფალი საზოგადოების აუცილებელი პირობების სწავლებას და იდეის გავრცელებას. კლუბი აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე და კლასიკური ლიბერალური ღირებულებების პოპულარიზაციაზე.
ფრანკლინის კლუბი ასევე არის ამერიკული ლიბერტარიანული ორგანიზაცია Atlas Network-ის პარტნიორი საქართველოში.
პროექტები
რედაქტირებაფრანკლინის აკადემია ფრანკლინის კლუბის მიერ შემუშავებული ოთხკვირიანი პროგრამაა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, პოლიტიკური იდეოლოგიის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის საფუძვლების შესწავლას. მათ უძღვებიან კლუბის თანამშრომლები და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები. მათი პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას; ლექციებზე მიღებულ ცოდნას მონაწილეები სემინარებზე პრაქტიკაში იყენებენ, სხვადასხვა სახის აკადემიურ დებატებსა და სიმულაციებზე. კურსის ფარგლებში ეწყობა სასწავლო-შემეცნებითი გასვლები საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში.
აკადემია მის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიარონ რამდენიმე კურსი. გარკვეული ასაკის მოსწავლეებს კი კურსს სრულად უფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტი. კურსდამთავრებულთათვის ასევე იმართება შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, ზაფხულში ტარდება საგანმანათლებლო ბანაკები.
2022 წელს მათ პირველად უმასპინძლეს სვანი ბავშვების ნაკადს, ორგანიზაცია - “მიშგოვ ლარდა”- სთან ერთად. ამ ეტაპზე, ფრანკლინის აკადემია უკვე 1400-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა.
ფრანკლინის თავისუფლების მცველები
რედაქტირებაპროექტის მიზანია შექმნას 50 სტუდენტისგან შემდგარი კლასიკური ლიბერალიზმის იდეების მხარდამჭერი გუნდი, რომელიც სამომავლოდ აქტიურად ჩაერთვება ფრანკლინის კლუბის სხვადასხვა საგანმანათლებლო, კვლევითი, მედია და პოლიტიკური ინიციატივების განხორციელებაში.
ფრანკლინის თავისუფლების მცველები ლექციებზე დასწრებით იძენენ საბაზისო საფუძვლიან ცოდნას ძირითადად სოციალურ მეცნიერებებში და ეუფლებიან საზოგადოებრივ ცვლილებებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებისთვის საჭირო უნარებს პრაქტიკულ ტრენინგებში მონაწილეობისა და საკუთარი პროექტების განხორციელების გზით.
ცხოვრებაში განხორციელებისთვის, პროექტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდი. პროექტი დაფინანსებულია ამერიკული ორგანიზაცია Atlas Network-ის და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ.
Linda Whetstone Tbilisi Policy Network
რედაქტირება50 სტუდენტისგან და პროფესორისგან შექმნილი გუნდი, რომელიც სამი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტების მოსამზადებლად და სხვადასხვა პოლიტიკის/კანონების შესაცვლელად.
სამი თვის განმავლობაში, Linda Whetstone Tbilisi Policy Network-ის ჯგუფებმა ტრენინგებისა და დარგის ექსპერტებთან მუშაობის შედეგად შეიმუშავეს პოლიტიკის დოკუმენტები და რეკომენდაციები სიტყვის თავისუფლების, საკუთრების უფლების, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. პროექტის დასკვნით ეტაპზე, გაიმართა ჯგუფების მიერ მომზადებული ხუთივე პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია. პრეზენტაციებს აფასებდა პროფესორებისა და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური. მიზანი აღნიშნული კანონების საქართველოს პარლამენტში დაინიცირებაა.