ფრანკა ვალერი (იტალ. Franca Valeri, ფსევდონიმი — ფრანკა ნორსა; დ. 31 ივლისი, 1920, მილანი – გ. 9 აგვისტო 2020, რომი)[1] — იტალიელი მსახიობი, კომიკოსი, სცენარისტი, დრამატურგი და თეატრალური რეჟისორი, ცნობილი თავისი ხანგრძლივი სახასიათო თარჯიმნის კარიერით.

ფრანკა ვალერი
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1920
მილანი
გარდაცვალების თარიღი 9 აგვისტო, 2020 (100 წლის)
რომი
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი, დრამატურგი
აქტიური 1949-2014
მეუღლე(ები) ვიტორიო კაპრიოლი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრანკა ვალერი დაიბადა 1920 წლის 31 ივლისს მილანში. მისი ნამდვილი სახელია ალმა ფრანკა მარია ნორსა. მამა — ლუიჯი ნორსა იუდაიზმის მიმდევარი იყო, რის გამოც მას და მის უფროს ვაჟს მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიაში გაქცევა მოუწიათ. დედა — სესილია კათოლიკე იყო და ქალიშვილთან ერთად იტალიაში დარჩა. გოგონასთვის ყალბი საბუთი გააკეთა, თითქოს ის ლომბარდიელი კათოლიკეს უკანონო შვილი იყო.[2]

მამას არ სურდა, რომ მისი ქალიშვილი მსახიობი გამოსულიყო. ამის გამო ნორსამ 50-იან წლებში სასცენო ფსევდონიმად „ვალერი“ აირჩია. სახელი მისმა მეგობარმა ურჩია, რომელიც იმ პერიოდში ფრანგი კრიტიკოსის პოლ ვალერის წიგნს კითხულობდა.[3]

ფრანკამ თავისი სასცენო კარიერა 1947 წელს დაიწყო. 1949 წელს გახდა ლუჩანო სალჩესთან და მომავალ მეუღლესთან — ვიტორიო კაპრიოლისთან ერთად გახდა Teatro dei Gobbi-ს დამფუძნებელი. რადიოში შექმნა პერსონაჟები სინიორა სნობი, Cesira la manicure და Sora Cecioni.

1950-იანი წლებიდან ფრანკა ვალერიმ დაიწყო კინოკარიერა. ის თამაშობდა კომედიებში და ხშირად მისი პარტნიორები იყვნენ ალბერტო სორდი და ტოტო. ვალერი ფილმში გადაღების გარდა ხშირად თავად წერდა მოთხრობებს და სცენარებს ფილმებისთვის, რომლებშიც თამაშობდა თუნდაც ეპიზოდურ როლს.

XX საუკუნის 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში ვალერი ასევე ხშირად მუშაობდა იტალიურ ტელევიზიაში. რეჟისორმა ანტონელი ფალკიმ ის გადაიღო „Studio Uno“, „Le divine“ და Sabato Sera“-ში. 80-იან და 90-იანი წლების დასაწყისში მონაწილეობდა სარეკლამო რგოლების გადაღებებში, რომელიც საზოგადოების მხრიდან კარგად იქნა მიღებული და რეკლამა რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა.

1994 წელს ფრანკა ვალერიმ თავისი კარიერული დამსახურებისთვის ყოველწლიური, ენიო ფლაიანოს პრემია მოიპოვა.

2005-2006 თეატრალურ სეზონზე შეასრულა საკუთარი მონოლოგი „La Vedova di Socrate“ და ჟან ჟენეს „Les Bonnes“. 2008 წლის იანვარში ითამაშა სოლანჟის როლი სერიალში „Les Bonnes“ მილანის „Piccolo Teatro“-ში. გატაცებული იყო მუსიკალური თეატრით, თავის კარიერაში ასევე თავი მიუძღვნა საოპერო რეჟისურას.

2019 წელს მიიღო იტალიის ლიტერატურული პრემია — პიერო ჩიარას სახელობის პრემია

2020 წლის 8 მაისს ფრანკა ვალერიმ მიიღო საპატიო პრემია დავიდ დი დონატელო. [4] მას 31 ივლისს 100 წელი შეუსრულდა და 9 დღის შემდეგ, 2020 წლის 9 აგვისტოს, გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
 
ფრანკა ვალერი 1990 წელს
  • 1955 — „ვენერას ნიშანი“ — ჩეზირა
  • 1955 — „ჩვენი დროის გმირი“ — ქვრივი დე რიტისი
  • 1959 — „მორალისტი“ — ვირჯინია
  • 1960 — „დანაშაული“ — ჯოვანა ფილონცი
  • 1960 — „როკო და მისი ძმები“ — ეპიზოდი
  • 1961 — „ლომები მზეზე“ — ჯულია

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 1994 — ენიო ფლაიანოს პრემია (კარიერისთვის)
  • 2011 — ორდენი „იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“[5]
  • 2019 — პიერო ჩიარას სახელობის პრემია
  • 2020 — დავიდ დი დონატელო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება