ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფრანგ ბარდი (ალბ. Frang Bardhi, ლათ. Franciscus Blancus, დ. 1606 — გ. 1643) — ალბანეთის კათოლიკური ეკლესიის საპეს ეპარქიის ეპისკოპოსი და პირველი ალბანური ლექსიკონის ავტორი.

ფრანგ ბარდი
ეპისკოპოსი
ეპარქია საპე
ეკლესია ალბანეთის კათოლიკური ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 1606
დაბადების ადგილი კალმეტი, ალბანეთი
გარდაცვალების თარიღი 1643
საქმიანობა მწერალი, ისტორიკოსი, ლექსიკონის ავტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1606 წელს ალბანეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ კალმეტში, ზადრიმაშის ისტორიული რეგიონში, ქალაქ ლეჟასთან. ის წარმოშობით ალბანეთის მაღალი რანგის ოჯახიდან იყო, რომელსაც ვენეციის რესპუბლიკის მოქალაქეობა ჰქონდა. ფრანგ ბარდი მთელი ცხოვრება ამაყობდა და ხაზს უსვამდა, რომ ის იმ ოჯახს ეკუთვნოდა, რომლის წევრებიც არ ემორჩილებოდნენ ოსმალ დამპყრობლებს.

ბარდი იტალიაში სწავლობდა თეოლოგიას. რომის პაპმა ურბან VIII-მ 1636 წლის 17 დეკემბერს იგი საპესა და სარდისის ეპარქიის ეპისკოპოსად დანიშნა.

1635 წელს მან რომში გამოსცა პირველი ალბანური ლექსიკონი Dictionarium latino-epiroticum, რომელიც 5640 სტატიისგან შედგებოდა. მან ასევე დაწერა გეორგ სკანდერბეგის ბიოგრაფია, რომელშიც ის ამტკიცებდა სკანდერბეგის სლავური (ბოსნიური) წარმოშობის ვერსიას. მსგავსი თეორია 1631 წელს ხორვატმა კათოლიკე მღვდელმა ივან ტომკო მრნავიჩიმ წამოაყენა.

1637 წელს ბარდიმ პროპაგანდა ფიდეს მიაწოდა თავისი ეპარქიის აღწერა, რომელიც დღეს ღირებულ ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს და აღწერს ოსმალეთის ექსპანსიის დროის ალბანური საზოგადოების ცხოვრებას.

ნაშრომები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანგ_ბარდი“-დან