ფრანგული ღვინო
ფრანგული ღვინო — საფრანგეთში წარმოებული ღვინო. წელიწადში აწარმოებენ 7-8 მილიარდ ბოთლს. საფრანგეთი ერთ-ერთი უდიდესი ღვინის მწარმოებელია მსოფლიოში, იტალიურ, ესპანურ და ამერიკულ ღვინის მწარმოებლებთან ერთად. [1] [2] ფრანგული ღვინის კვალი ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. საფრანგეთის რეგიონებში არსებული მეღვინეობის ისტორია რომის იმპერიას უკავშირდება.
საფრანგეთში ყურძნის მრავალი ჯიში არსებობს (მაგალითად, კაბერნე სოვინიონი, შარდონე, პინო ნუარი, სოვინიონის ბლანკი, სირა ), რომლებიც ახლა მთელ მსოფლიოში დარგეს, ისევე როგორც ღვინის დაყენების წესები და ღვინის დამუშავების სტილები გაიზიარეს სხვა მწარმოებლებმა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ზოგიერთმა მწარმოებელმა ისარგებლა ფასების ზრდისა და ბურგუნდიისა და ბორდოს ზოგიერთ პრესტიჟულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდით, საფრანგეთის ღვინის ინდუსტრიაში შემცირდა შიდა მოხმარება და საერთაშორისო მასშტაბით, მას მოუწია, კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ბევრ ახალ ღვინოს. [3]
ისტორია
რედაქტირებაფრანგული ღვინოს პირველი კვალი შეინიშნება ძვ.წ. VI საუკუნეში, ბერძენ მკვიდრთა მიერ სამხრეთ გალიის კოლონიზაციის შედეგად. მევენახეობა მალე აყვავდა მარსელში ბერძნული კოლონიის დაარსებით. ღვინო ათასობით წელია არსებობს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ საფრანგეთმა იგი მათი ცივილიზაციის ნაწილად აქცია და ორი ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღვინის დაყენება ხელოვნებად ითვლებოდა. გალებმა იცოდნენ ვაზის გაშენება და მისი გასხვლა. გასხვლა მოითხოვს გაარჩიო ველური ვაზი ღვინის მწარმოებელი ყურძნისგან. ცოტა ხნის შემდეგ გალიაში წარმოებული ღვინო პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში. [4] რომის იმპერიამ სამხრეთ რეგიონებს ლიცენზია დაუწესა ღვინოების წარმოებაზე. წმინდა მარტინე ტურელმა (316–397) გაავრცელა ქრისტიანობა და გააშენა ვენახები. [5] შუა საუკუნეებში ბერები ვენახებს ინარჩუნებდნენ და, რაც მთავარია, ინარჩუნებდნენ ღვინის დაყენების ცოდნას და უნარებს იმ მშფოთვარე პერიოდში. მონასტრებს ჰქონდათ რესურსი, უსაფრთხოება და ინვენტარი, რათა ეწარმოებინათ ღვინის სტაბილური მარაგი მასისა და მოგებისთვის. [6] საუკეთესო ვენახები მონასტრებს ეკუთვნოდათ და მათი ღვინო აღმატებულებად ითვლებოდა. [7] მოგივანებით თავადაზნაურობამ გააშენა ფართო ვენახები, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის შედეგად ბევრ მფლობელს ჩამოართვეს ქონება. [8]
ხარისხის დონე და დასახელების სისტემა
რედაქტირება1935 წელს მიიღეს კანონები ფრანგული ღვინის ხარისხის კონტროლის შესახებ. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონტროლის სისტემა რეგულირდება ძლიერი ზედამხედველობის საბჭოს მიერ (INAO). საფრანგეთში არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სისტემა ღვინის ადგილწარმოშობის კონტროლის შესახებ და მკაცრი კანონები მეღვინეობისა და წარმოების შესახებ. ამ კანონების მიხედვით მოდელირებულია მრავალი ევროპული საკანონმდებლო სისტემა. [9] [10] ევროკავშირის კანონები ღვინის შესახებ შეიქმნა ფრანგების კანონების შესაბამისად, ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პარალელურად.
საფრანგეთის კანონი ღვინოს ყოფს ოთხ კატეგორიად, ორი ევროკავშირის სუფრის ღვინის კატეგორიაში და ორი სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო (QWPSR):
სუფრის ღვინო:
Vin de Table (სუფრის ღვინო - 11,7%) - თან ახლავს მხოლოდ მწარმოებელი, რომელიც აღნიშნავს, რომ ღვინო არის საფრანგეთიდან.
Vin de Pays ( მხარის ღვინო - 33.9%) - იწარმოება საფრანგეთის კონკრეტულ რეგიონში და ექვემდებარება ნაკლებად მკაცრ რეგულაციებს, ვიდრე წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი ზონის ღვინოები. მაგალითად, ის საშუალებას აძლევს მწარმოებლებს გამოყონ ღვინოები, რომლებიც მზადდება ყურძნის ჯიშების ან სხვა პროცედურების გამოყენებით. გარდა წარმოშობის კონტროლირებადი ზონის წესებით გათვალისწინებული რეგულაციებისა, სუფრის ღვინო მარტივი და კომერციულად არამდგრადი კლასიფიკაციის გამოყენების გარეშეა. სუფრის ღვინისგან განსხვავების შესანარჩუნებლად, მხარის ღვინის მწარმოებლებმა უნდა წარმოადგინონ ღვინო ანალიზისა და დეგუსტაციისთვის, ხოლო ღვინოები უნდა დამზადდეს გარკვეული ჯიშებისგან ან ნაზავიდან. [11]
სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო :
უმაღლესი ხარისხის ღვინო (0.9%) - მზადდება ნაკლებად მკაცრი შეზღუდვებით ვიდრე ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონის ღვინო. ეს კატეგორია გაუქმდა 2011 წლის ბოლოს.
ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონა (53,4%) - ღვინო კონკრეტული ტერიტორიიდან მრავალი სხვა შეზღუდვით, მათ შორის ყურძნის ჯიშებით და მეღვინეობის მეთოდით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Production quantities by country (tonnes) in 2011. Food and Agriculture Organization (FAO). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 April 2013. ციტატა: „1. France 6,590,750 – 2. Italy 4,673,400 – 3. Spain 3,339,700“
- ↑ World wine production reaches record level in 2018, consumption is stable - BKWine Magazine -.
- ↑ https://www.theguardian.com/guardianweekly/story/0,,1210238,00.html The Guardian: French attempt to arrest drastic fall in wine sales, accessed 19 July 2014
- ↑ Medieval France: an encyclopedia, William Westcott Kibler, Routledge Taylor & Francis Group, p.964
- ↑ Patrick, Charles H. Alcohol, Culture, and Society. Durham, North Carolina: Duke University Press, 1952, pp. 26–27
- ↑ Babor, Thomas. Alcohol: Customs and Rituals. New York: Chelsea House, 1986, p. 11
- ↑ Patrick, Charles H. Alcohol, Culture, and Society. Durham, North Carolina: Duke University Press, 1952, p. 27
- ↑ Seward, Desmond. Monks and Wine. London: Mitchell Beazley, Publishers, 1979
- ↑ Dorling Kindersly Wines of the World. Dorling Kindersly, London 2004, p. 52
- ↑ Clarke, Oz & Spurrier, Steven Fine Wine Guide. London, Websters International Publishers Ltd., 2001, p. 21
- ↑ INAO statistics of vineyard surfaces and production volumes for the 2005–2006 campaign[მკვდარი ბმული], accessed 26 May 2008