კრეატინფოსფორმჟავა
ქიმიური ნაწარმი
(გადამისამართდა გვერდიდან ფოსფოკრეატინი)
კრეატინფოსფორმჟავა, კრეატინფოსფატი, ფოსფოკრეატინი — კრეატინის ფოსფორილების პროდუქტი. მდიდარია ენერგიით, რომელიც კუნთის შეკუმშვის ერთ-ერთი წყაროა. ენერგია გამოიყოფა ადვილად შექცევადი რეაქციის შედეგად: კრეატინფოსფორმჟავა+ადფ→კრეატინი+ატფ. რეაქცია კატალიზდება კრეატინკინაზით. ქსოვილებში ატფ-ის შემცირების დროს კრეატინფოსფორმჟავა იშლება, ხოლო გადიდებისას ხდება მისი სინთეზი. ამგვარად კრეატინფოსფორმჟავა წყაროა ენერგიით მდიდარი ფოსფატისა, რომელიც ატფ-ის შექმნაზე იხარჯება. ქსოვილებში კრეატინფოსფორმჟავა იშლება არაორგანულ ფოსფატად და კრეატინინად, რომელიც შარდთან ერთად გამოიყოფა.
კრეატინფოსფორმჟავა | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 211.11 გ/მოლი |
კლასიფიკაცია | |
CAS | 67-07-2 |
PubChem | 587 |
SMILES |
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 20-21.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Human Metabolome Database at the University of Alberta (ინგლისური)