ფიქრეთე შეჰუ
ფიქრეთე შეჰუ (ალბ. Fiqrete Shehu; დ. 17 ნოემბერი, 1919 — გ. 11 სექტემბერი, 1988) — ალბანელი კომუნისტი, მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მეჰმედ შეჰუს ცოლი. ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები ალბანეთის კომპარტიის იდეოლოგიურ აპარატში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ დააპატიმრეს და დაადანაშაულეს ენვერ ხოჯას წინააღმდეგ შეთქმულებაში. გარდაიცვალა პატიმრობაში.
ფიქრეთე შეჰუ | |
---|---|
ალბ. Fiqrete Shehu | |
დაბადების თარიღი | 17 ნოემბერი, 1919 |
დაბადების ადგილი | ბერატი |
გარდაცვალების თარიღი | 11 სექტემბერი, 1988 (68 წლის) |
მოქალაქეობა |
ალბანეთი ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკა |
განათლება | დედა დედოფლის პედაგოგიური ინსტიტუტი |
მეუღლე/ები | მეჰმედ შეჰუ |
შვილ(ებ)ი | ბაშქიმ შეჰუ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1919 წლის 17 ნოემბერს ალბანურ ოჯახში. ახალგაზრდობაში ფიქრეთე შეჰუ გაიტაცა კომუნიზმის იდეებმა. მოქმედებდა კომუნისტურ მიწისქვეშეთში, იყო კორჩინის კომუნისტური ჯგუფის წევრი[1]. ოფიციალურად შევიდა ალბანეთის კომუნისტურ პარტიაში, რომელსაც 1948 წლიდან ეწოდება ალბანეთის შრომის პარტია. ჰქონდა პარტიული მეტსახელი Qorja[2]. ცოლად გაჰყვა კომუნისტ აქტივისტს მეჰმედ შეჰუს. შეეძინა ორი შვილი.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფიქრითე შეჰუ მონაწილეობდა პარტიზანულ ომში, რომელიც მიმართული იყო იტალიელი და გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ. ალბანეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიაში ეკავა ადმინისტრაციული და იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული თანამდებობები. მონაწილეობდა ბრიტანეთის მიერ ალბანელი პარტიზანებისათვის გაგზავნილი მატერიალური დახმარების განაწილებაში[3].
ამ პერიოდისათვის ფიქრთე შეჰუ იყო გავლენიანი კომუნისტი პოლიტიკოსი. შემორჩენილია მისი მიმოწერა ენვერ ჰოჯასთან, სადაც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მითითებებს აძლევდა მებრძოლთა მორალურ და ყოველდღიურ გარეგნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ის მოითხოვდა ბიჭებსა და გოგონებს შორის თავისუფალი სიყვარულის თავიდან აცილებას, რაც, მისი აზრით, დეზერტირობაში შეუწყობდათ ხელს[4].
1944 წლის ნოემბერში კომუნისტური პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა. შეჰუების წყვილმა პარტიულ და სახელმწიფოებრივ ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავეს. მეჰმეთ შეჰუ შევიდა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში, ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა, საგარე საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს, საიდუმლო პოლიცია სიგურიმის, 1954 წლიდან კი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეორე პირი ენვერ ხოჯას შემდეგ. ფიქრითე შეჰუ 1952 წლიდან პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი და ალბანეთის შრომის პარტიის უმაღლესი პარტიული სკოლის დირექტორია. 1950-იანების შუა წლებიდან იკავებს შრომის პარტიის დედაქალაქის კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობას.
პარტიის იდეოლოგიურ აპარატში ფიქრითე შეჰუ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მან მთლიანად გამიჯნა სტალინიზმისა და ხოჯაიზმის იდეოლოგია და პოლიტიკა. მხარს უჭერდა რეპრესიების პოლიტიკას, თვითიზოლაციას, ქვეყნის ათეიზაციას. ზოგერთი მტკიცებულებით ამზადებდა პარტიულ კადრებსაც კი. 1956 წელს, როგორც ტირანის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, აქტიურად მონაწილეობდა შრომის პარტიის კონფერენციაში, რომელმაც ჩაახშო პარტიული ოპოზიცია[5].
ფიქრითე შეჰუ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად ალბანეთში. შეჰუების წყვილი განიხილებოდა მეორე წყვილად ხოჯათა ქვეყნის მმართველი წყვილის შემდეგ[6]. მაღალი რანგის ლიდერების ცოლებს შორის გარკვეული კონკურენცია იყო[7].
1980-იანი წლების დასაწყისში ენვერ ხოჯასა და პრემიერ-მინისტრ მეჰმედ შეჰუს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, შეჰუ მხარს უჭერდა პრაგმატულ ეკონომიკურ პოზიციებს, განსაკუთრებით შიდაეკონომიკურ სფეროში და იყო ფინანსური და სავაჭრო კავშირების მხარდამჭერი დასავლეთ ევროპასთან. ხოჯა კატეგორიულად მოითხოვდა იზოლაციის სტატუს-ქვოს შენარჩუნებას[8]. პირველი პირების ნეგატიური დამოკიდებულება გავრცელდა მათ მეუღლეებზეც.
1981 წლის 18 დეკემბერს ალბანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა რომ მეჰმედ შეჰუმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან იმყოფებოდა მძიმე სულიერ მდგომარეობაში[9]. არსებობს ვერსია რომ შეჰუ დახვრიტეს პირდაპირ ცეკას პოლიტბიუროს სხდომაზე[10]. ძალიან მალე სტანდარტული ბრალდებები წაუყენეს გარდაცვლილ ჩინოვნიკს: შპიონაჟი, კონტრრევოლუციური შეთქმულება, კაპიტალიზმის რესტავრაციის გეგმები და სხვა[11].
მეჰმედ შეჰუს გარდაცვალებამ მორიგი რეპრესიები გამოიწვია. დააკავეს თავდაცვის მინისტრი კადრი ჰაზბიუ, გარდაცვლილი პრემიერსი ძმისშვილი ფეჩორ შეჰუ (ორივე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სიგურიმის), ასევე დააკავეს პრემიერის მეუღლეც. იგი გამოკეტეს ტირანის ციხე 313-ში. ენვერ ხოჯას შემცვლელმა „შეჰუს საქმე“ არ შეცვალა და არ მომხდარა ფიქრითეს რეაბილიტაცია. იგი გარდაიცვალა გულის შეტევით და დაკრძალეს სოფელ ლიჟიში[12].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 4 misteret e Liri Gegës dhe Dali Ndreut: Si u ekzekutua shtatzënë anëtarja e Byrosë Politike. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-09-10.
- ↑ Zbulohet pseudonimi i Nexhmije Hoxhës nga koha e luftës. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-23. ციტირების თარიღი: 2020-02-23.
- ↑ Fiqretja na shpëtoi jetën, hapi qesen me para. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-22. ციტირების თარიღი: 2016-09-05.
- ↑ Албания от резни до весны. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-19. ციტირების თარიღი: 2020-02-24.
- ↑ GJASHTE DITET TRAGJIKE TE KONFERENCES SE TIRANES (14-20 prill 1956)
- ↑ Bashkim Shehu: Si e ndaloi Enveri djalin e Kadri Hazbiut të shoqërohej me vajzën e tij
- ↑ Dokumentet e CIA/ Marrja e pushtetit nga Enver Hoxha më klasike se grushti i shtetit në Çekosllovaki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-25. ციტირების თარიღი: 2020-02-24.
- ↑ Dëshmia e Feçor Shehut: Lidhjen e djalit të Mehmetit me Silva Turdiun e mësova nga Kreshnik Tartari. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-14. ციტირების თარიღი: 2020-02-24.
- ↑ GEN. MEHMET SHEHU DEAD AT 68; SERVED ALBANIA AS PRIME MINISTER
- ↑ Death of Enver Hoxha
- ↑ TABLO SINOPTIKE E ENVER HOXHËS PËR VETËVRASJEN E MEHMET SHEHUT
- ↑ Rrëfimi, si u varros Fiqirete Shehu në Zejmen