მეჰმედ შეჰუ
მეჰმედ შეჰუ (ალბ. Mehmet Shehu; დ. 10 იანვარი, 1913, ჩორუში — გ. 17 დეკემბერი, 1981, ტირანა) — ალბანეთის სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1954–1981) ენვერ ხოჯას მმართველობის პერიოდში.
მეჰმედ შეჰუ | |
ალბანეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ივლისი, 1954 – 17 დეკემბერი, 1981 | |
წინამორბედი | ენვერ ხოჯა |
მემკვიდრე | ადილ ჩარჩანი |
დაბადებული | 10 იანვარი, 1913 ჩორუში, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 17 დეკემბერი, 1981 ტირანა, ალბანეთი |
პოლიტიკური პარტია | შრომის პარტია |
1930-იან წლებში სწავლობდა ნეაპოლის სამხედრო კოლეჯში. 1942 წლიდან მონაწილეობდა ალბანეთის პარტიზანულ ბრძოლებში ფაშისტების წინააღმდეგ. 1948–1954 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრია. 1954–1981 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და 1974 წლიდან ასევე ეროვნული თავდაცვის მინისტრია. იყო სსრკ-სთან დაშორებისა და ჩინეთთან დაახლოების იდეოლოგიის ავტორი.
1981 წელს სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Shehu, Duro. Mehmet Shehu: Im vëlla, Tirana, Bota Shqiptare: 2008.