ფისოვანი მცენარეები
ფისოვანი მცენარეები — მცენარეები, რომლებიც შეიცავენ ფისებს (იხ. ბუნებრივი ფისები) და ბალზამებს. ეს ნივთიერებები გროვდება ღეროს, ფესვისა და ფოთლის ფისის სავალებში. ეს ნივთიერებები გროვდება ღეროს, ფესვისა და ფოთლის ფისის სავალებში ქერქის კოპებში და სხვა სათავსებში. ისინი მცენარეს იცავენ ცხოველებისა და პარაზიტული სოკოებისაგან. ფისოვანი მცენარეები გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მხარეში. ძვირფას ფისებს — დამარებს იძლევა ჰოპეას, შორეას, კანარიუმის და სხვა სახეობები. აგათისის, დანიელას, ჰიმენეას, ტრაქილობიუმის სახეობებიდან იღებენ კოპალებს, ბოსუელიას სახეობებიდან — ოლიბანს, კალიტრისიდან და ტეტრაკლინისიდან — სანდარაკს; კომიფორას სახეობებიდან მოიპოვებენ მექის ბალზამს და მურს, ქსანტორეადან — აკაროიდულ ფისს და ა. შ. საქართველოში იზრდება კევის ხე, რომლის ფისი გამოიყენება ლაქის წარმოებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 333.