სანდარაკი

ყვითელი ფერის ფისი

სანდარაკი (ბერძ. σανδαράκη) — ყვითელი ფისი. მიიღება კვიპაროზისებრთა ოჯახის მცენარეებისაგან: ავსტრალიური კალატრისისა (Callitris preissi) და ჩრდილოაფრიკული სანდარაკის ხის (Tetraclinis articulata) ქერქის დასერვით. სანდარაკისაგან მზადდება უფერო სპირტიანი ლაქი, რომელიც გამოიყენება ფერწერაში — ნახატების დასაფარავად, მუყაოს გასაჟღენთად და ფოტოგრაფიაში.[1][2]

სანდარაკი
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 78.
  2. Сандарак // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 314.