ფირან ჩერქეზიშვილი
ფირან ჩერქეზიშვილი (გ. 1804) — ქართლელი აზნაური, იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს ირანელთა შემოსევისას გადაარჩინა სიონის ტაძრის ქონება. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ იულონს თან ახლდა იმერეთის სამეფოში; იყო შუამავალი ბატონიშვილებს, ქართლის თავადაზნაურობას და აჯანყებულ ოსებს შორის მიწერ-მოწერაში. 1804 წლის ივნისში შიდა ქართლიდან იმერეთს უკუქცეული იულონის რაზმს სურამის გზაზე თავს დაესხა რუსი ჯარისკაცების როტა კაპიტან ნოვიცკისა და გოგი ამირეჯიბის მეთაურობით. შეტაკებაში დაღუპულთა შორის იყო ფირან ჩერქეზიშვილი. იულონი შეიპყრეს და რუსეთს გაასახლეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩერქეზიშვილი ფირან დაარქივებული 2015-01-18 საიტზე Wayback Machine. . ქართველ თავად-აზნაურთა გენეალოგია