ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფილიპ კაუფმანი (ინგლ. Philip Kaufman; დ. 23 ოქტომბერი, 1936, ჩიკაგო, ილინოისი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი. იგი მუშაობს სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის: რეალიზმი, საშინელებათა, ფენტეზი, ეროტიკა, ვესტერნი და სხვ. ხშირად იღებს ლიტერატურული ნამუშევრების ადაპტაციებს; 1988 წელს გამოვიდა მისი ფილმი, „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“, რომელიც ცნობილი ჩეხი ავტორის, მილან კუნდერას იმავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვითაა გადაღებული. კაუფმანის ფილმი, „ჰენრი და ჯუნი“ (1990) ანაის ნინის დღიურებზე არის დაფუძნებული.

ფილიპ კაუფმანი

კაუფმანი 1991 წელს ვენეციის კინოფესტივალზე
დაბადების სახელი ფილიპ კაუფმანი
დაბადების თარიღი 23 ოქტომბერი, 1936
ჩიკაგო, ილინოისი, ამერიკის შეერთებული შტატები
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1964-დღემდე
მეუღლე(ები) როზი ფიშერი (1958-2009, ფიშერის სიკვდილამდე)
შვილ(ებ)ი 1

მისი ყველაზე წარმატებული ფილმია „სწორი რაღაცები“ (1983), რომელმაც „ოსკარის“ რვა ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო სურათის კატეგორიაში.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კაუფმანი 1936 წლის 23 ოქტომბერს ჩიკაგოში, ილინოისში (ამერიკის შეერთებული შტატები) დაიბადა. მისი მშობლები ელიზაბეტ ბრანდო და ნათან კაუფმანი იყვნენ.

იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტში ისტორიას, ჰარვარდის სამართლის სკოლაში კი 1 წლის განმავლობაში სამართალს შეისწავლიდა.

1958 წელს იგი როზი ფიშერზე დაქორწინდა. ფიშერი თავადაც სცენარისტი იყო და კაუფმანის ფილმებშიც თამაშობდა.

1960 წელს დაიბადა მათი ვაჟი, პიტერი. რამდენიმე თვეში ისინი სან-ფრანცისკოში გადავიდნენ, სადაც კაუფმანმა ბევრი მნიშვნელოვანი ხელოვანი გაიცნო, მათ შორის, ცნობილი ამერიკელი მწერალი ჰენრი მილერი. იმავე წელს კაუფმანების ოჯახი ევროპაში გადავიდა, სადაც ფილიპ კაუფმანი საბერძნეთსა და იტალიაში ორი წლის განმავლობაში ინგლისურ ენასა და მათემატიკას ასწავლიდა. მოგზაურობის დროს მან ასევე გაიცნო ფრანგი მწერალი, ანაის ნინი. მისი ურთიერთობა ჰენრი მილერთან გახდა კაუფმანის ფილმის, „ჰენრი და ჯუნის“ (1990) შთაგონების წყარო.[1]

1963 წელს კაუფმანმა თავის მეგობართან, ბენჟამინ მანასტერთან ერთად, მისტიკური კომედიური ფილმი, „გოლდშტეინი“ (1964). კაუფმანი ფილმის თანარეჟისორი და თანასცენარისტია. ფილმი მარტინ ბუბერის მოთხრობაზე, სახელწოდებით, „ჰასიდიმის ამბებზე“ არის დაფუძნებული. ფილმმა 1964 წლის კანის კინოფესტივალზე კრიტიკოსების ჯილდო მიიღო. ფრანგმა კინორეჟისორმა, ჟან რენომ ფილმზე თქვა, რომ იგი „საუკეთესო ამერიკული ფილმია, რაც 20 წლის განმავლობაში უნახავს“.[2][3]

1967 წელს კაუფმანმა ფილმის, „უშიშარი ფრენკის“ რეჟისორი, პროდუსერი და სცენარისტი გახდა. როგორც „გოლდშტეინი“, „უშიშარი ფრენკიც“ რელიგიურ თემებს ეხება. მისი პრემიერა 1967 წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

1983 წელს გამოვიდა კაუფმანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, ტომ ვოლფის რომანის ადაპტაცია, სახელწოდებით „სწორი რაღაცები“. კაუფმანი ფილმის სცენარისტიც არის. ფილმმა „ოსკარის“ დაჯილდოებაზე 8 ნომინაცია მოიპოვა.

1988 წელს კაუფმანმა მილან კუნდერას რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“. ფილმის სცენარი „ოსკარზე“ იყო ნომინირებული. ფილმში მთავარ როლებს ჟულიეტ ბინოში, დენიელ დეი-ლუისი და ლენა ოლინი ასრულებენ.

1990 წელს გამოვიდა კაუფმანის ფილმი „ჰენრი და ჯუნი“. ფილმის თანასცენარისტი კაუფმანის ცოლი, როზი ფიშერია. ფილმი ცნობილი მწერლების, ანაის ნინისა და ჰენრი მილერის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. იგი ანაის ნინის დღიურების მიხედვით არის გადაღებული.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

როგორც რეჟისორი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1964 „გოლდშტეინი“ Goldstein რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
1967 „უშიშარი ფრენკი“ Fearless Frank რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
1972 „დიდი ძარცვა ნორტფილდში“ The Great Northfield Minnesota Raid რეჟისორი, სცენარისტი
1974 „თეთრიგანთიადი“ The White Dawn რეჟისორი
1978 „სხეულის გამტაცებელთა შემოჭრა“ Invasion of the Body Snatchers რეჟისორი
1979 „მოგზაურები“ The Wanderers რეჟისორი, სცენარისტი
1983 „სწორი რაღაცები“ The Right Stuff რეჟისორი, სცენარისტი
1988 „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ The Unbearable Lightness of Being რეჟისორი, სცენარისტი
1990 „ჰენრი და ჯუნი“ Henry and June რეჟისორი, სცენარისტი
1993 „ამომავალი მზე“ Rising Sun რეჟისორი, სცენარისტი
2000 „მარკიზ დე სადის კალამი“ Quills რეჟისორი
2004 „სოციო“ Twisted რეჟისორი
2012 „ჰემინგუეი და გელჰორნი“ Hemingway & Gellhorn რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფილიპ_კაუფმანი“-დან