ჟან რენო
ჟან რენო (ფრანგ. Jean Reno [ˈʒɑ̃ ʁeˈno]), ნამდვილი სახელი - ხუან მორენო ი ერერა-ხიმენესი (ესპ. Juan Moreno y Herrera-Jiménez; დ. 30 ივლისი 1948, კასაბლანკა, მაროკო) — ესპანური წარმოშობის ფრანგი მსახიობი.
ჟან რენო | |
---|---|
დაბადების სახელი |
ხუან მორენო ი ერერა-ხიმენესი Juan Moreno y Herrera-Jiménez |
დაბადების თარიღი |
30 ივლისი, 1948 კასაბლანკა, მაროკო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1974 - დღემდე |
განსაკუთრებული სახელი მოუტანა როლებმა ლუკ ბესონის ფილმებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაესპანური წარმოშობის ფრანგი მსახიობი ჟან რენო დაიბადა კასაბლანკაზე 30 ივლისს, 1948 წელს. 1960 წელს მორენოს ოჯახი ევროპაში დაბრუნდა (საიდანაც ადრე მაროკოში გენერალ ფრანკოს რეჟიმს გაექცნენ) და საფრანგეთში დასახლდნენ. რენოს მოუწია ფრანგულ ჯარში მსახურობა, იმისათვის რომ მოქალაქეობა მიეღო.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1982 | ფ | გამვლელი სან-სუსიდან | La Passante du Sans-Souci | უცნობი |
1983 | ფ | უკანასკნელი ბრძოლა | Le Dernier Combat | უცნობი |
1985 | ფ | ტელეფონი ყოველთვის რეკავს ორჯერ | Le téléphone sonne toujours deux fois!! | მარიანის სანდო პირი |
1985 | ფ | მიწისქვეშა გადასასვლელი | Subway | მედოლე |
1988 | ფ | ცისფერი უფსკრული | Le Grand Bleu | ენცო მოლინარი |
1990 | ფ | ადამიანი ოქროსფერ ნიღაბში | L'Homme au masque d'or | მამა ვიტორიო გაეტანო |
1990 | ფ | ნიკიტა | Nikita | ვიქტორი |
1991 | ფ | ლულუ გრაფიტი | Loulou Graffiti | პიკ ლა ლუნა |
1991 | ფ | ოპერაცია დაკონსერვებული ხორცი | L'Opération Corned-Beef | კაპიტანი ფილიპ ბულიე |
1993 | ფ | უცხოპლანეტელები | Les Visiteurs | გოდფრუა დე პაპენკური |
1994 | ფ | ლეონი: პროფესიონალი | Léon: The Professional | ლეონი |
1995 | ფ | სულელები | Les Truffes | პატრიკი |
1995 | ფ | ფრანგული კოცნა | French Kiss | ჟან პოლ კორდონი |
1995 | ფ | ღრუბლებს მიღმა | Al di là delle nuvole | კარლო |
1996 | ფ | შეუსრულებელი მისია | Mission: Impossible | ფრანც კრიგერი |
1996 | ფ | იაგუარი | Le Jaguar | ჟან კამპანა |
1997 | ფ | ადგილი სასაფლაოზე | Roseanna's Grave | მარჩელო |
1997 | ფ | ჯადოქრული სიყვარული | Un amour de sorcière | მოლოკი |
1997 | ფ | დები სოლეი | Les Soeurs Soleil | მაყურებელი |
1998 | ფ | უცხოპლანეტელები 2: დროის დერეფნები | Les Visiteurs II: Les Couloirs du temps | გოდფრუა დე პაპენკური |
1998 | ფ | გოძილა | Godzilla | ფილიპ როშე |
1998 | ფ | რონინი | Ronin | ვინსენტი |
2000 | ფ | მეწამული მდინარეები | Les Rivières pourpres | კომისარიპიერ ნიმანსი |
2001 | ფ | უცხოპლანეტელები ამერიკაში | Just Visiting | გრაფი ტიბო და მალფერე |
2001 | ფ | ვასაბი | Wasabi | იუბერ ფიორენტინი |
2002 | ფ | სიყვარულის ისტორია | Décalage horaire | ფელიქსი |
2002 | ფ | როლერბოლი | Rollerball | ალექსის პეტროვიჩი |
2003 | ფ | უიღბლონი | Tais-toi! | რუბი |
2004 | ფ | მეწამული მდინარეები 2: აპოკალიპსის ანგელოზები | Les Rivières pourpres 2 — Les anges de l’apocalypse | კომისარი პიერ ნიმანსი |
2004 | ფ | სასტუმრო რუანდა | Hotel Rwanda | ბელგიური ავიაკომპანიის პრეზიდენტი |
2004 | ფ | კორსიკელი | L’Enquête corse | ანჟე ლეონი |
2005 | ფ | მგლების იმპერია | L'Empire des loups | ჟან-ლუი შიფერი |
2005 | ფ | ვეფხვი და თოვლი | The Tiger and the Snow | ფუადი |
2006 | ფ | ვარდისფერი პანთერა | The Pink Panther | ჟანდარმი ჟილბერ პონტონი |
2006 | ფ | და ვინჩის კოდი | The Da Vinci Code | კაპიტანი ბეზუ ფაში |
2006 | ფ | ესკადრილია ლაფაიეტი | Flyboys | კაპიტანი ტრენო |
2006 | ანფ | დაითესე | Flushed Away | ბაყაყი |
2008 | ფ | გამოუსწორებელი თაღლითები | Ca$h | მაქსიმ დიუპრი |
2009 | ფ | ვარდისფერი პანთერა 2 | The Pink Panther 2 | ჟანდარმი ჟილბერ პონტონი |
2009 | ფ | დახურული წრე | Le Premier Cercle | მილო მალაკიანი |
2009 | ფ | სიყვარულის ფორმულა დაქორწინებულთათვის | Couples Retreat | მასწავლებელი მარსელი |
2009 | ფ | ინკასატორი | Armored | ქუინი |
2010 | ფ | 22 ტყვია: უკვდავი | L'immortel | განგსტერი შარლი მატეი |
2011 | ფ | მარგარეტი | Margaret | რამონი |
2012 | ფ | შეფ-მზარეული | Comme un chef | ალექსანდრ ლაგარი |
პირადი ცხოვრება
რედაქტირებარენო ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალებში. იყო სამჯერ დაქორწინებული. პირველი მეუღლისგან ჰყავს ქალიშვილი სანდრა (1978) და ვაჟი მიკაელი (1980).
მეუღლეები დაშორდნენ, როდესაც რენოს დაეწყო რომანი პოლონელ მოდელ ნატალია დიშკევიჩთან. ნატალიასგან ჰყავს ვაჟი ტომი (1996) და ქალიშვილი სერენა (1998). მეორე ქორწინება დაიშალა 2001 წელს.
2006 წლის ივლისში ჟანმა ცოლად შეირთო რუმინელი მოდელი და მსახიობი სოფი ბორუკა (დ. 1971). მეჯვარე ქორწილში იყო მისი მეზობელი და მეგობარი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც იმ დროს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
რენოს აქვს სამი სახლი: პარიზში, ლოს-ანჯელესსა და მალაიზიაში.
ჯილდოები
რედაქტირება- 13 ივლისი, 1999 — საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.
- 14 მაისი, 2003 — ეროვნული დამსახურებების ორდენის ოფიცერი.
- 23 ნოემბერი, 2007 — ხელოვნებებისა და ლიტერატურის ორდენის იფიცერი.
- 11 ივლისი, 2008 — საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჟან რენო კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Jean Reno: Cannes, Codes, and... Bouillabaisse (MPM interview) დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- Jean Reno (fansite)
- Le Cinéma de Jean Reno დაარქივებული 2009-07-30 საიტზე Wayback Machine. (fansite in French)
- Le Monde de Jean Reno დაარქივებული 2009-05-18 საიტზე Wayback Machine. (fansite in French)
- Personal page at myspace
- Couples Retreat Video Interview at AMCtv.com დაარქივებული 2009-10-09 საიტზე Wayback Machine.
- ჟან რენოს ბიოგრაფია დაარქივებული 2010-06-03 საიტზე Wayback Machine.
- ჟან რენო მოსკოვში (2009) დაარქივებული 2011-08-23 საიტზე Wayback Machine.