ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი

ლორდი ჩესტერფილდი (დ. 22 სექტემბერი, 1694, ლონდონი — გ. 24 მარტი, 1773) — ინგლისელი დიპლომატი, ორატორი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი. ცნობილი ინგლისურ ლიტერატურაში თავისი ეპისტოლარული მემკვიდრეობით წერილები ვაჟიშვილს.

ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი
დაბადების თარიღი 22 სექტემბერი, 1694(1694-09-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი ლონდონი
გარდაცვალების თარიღი 24 მარტი, 1773(1773-03-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
საქმიანობა დიპლომატი, პოლიტიკოსი და მწერალი[9]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის სამეფო
ალმა-მატერი ტრინიტი-ჰოლი
ჯილდოები ლეკვერთხის ორდენი
მეუღლე Melusina von der Schulenburg, Countess of Walsingham[10]
პარტნიორ(ებ)ი Madelina Elizabeth du Bouchet
შვილ(ებ)ი Philip Stanhope[10]

„წერილები ვაჟიშვილს“

რედაქტირება

„წერილები ვაჟიშვილს“ ეხება სწავლა-აღზრდის, ზნეობის, ეთიკის საკითხებს. ჩესტერფილდი იყო ინგლისური არისტოკრატიის უმაღლესი ფენის წარმომადგენელი. მას დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, მამა კი მის აღზრდაში საერთოდ არ მონაწილეობდა, რამაც, სავარაუდოდ, განაპირობა ჩესტერფილდის თბილი დამოკიდებულება ვაჟისადმი. წერილების სერია ჩესტერფილდმა სწორედ თავის ერთადერთ ვაჟს უძღვნა. იგი შვილს უსახავდა სამ მთავარ ამოცანას:

  • მოეხადა ვალი ღვთისა და კაცის წინაშე;
  • შეეძინა დიდი ცოდნა მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან (განსაკუთრებულად ისტორიას, მწერლობას, კლასიკურ ენებს გამოყოფს);
  • ყოფილიყო კარგად აღზრდილი, რის გარეშეც, განსწავლულობის მიუხედავად, აუტანელი იქნებოდა საზოგადოებისათვის. [11]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Lundy D. R. The Peerage
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. 8.0 8.1 Dictionary of Irish BiographyRIA.
  9. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  10. 10.0 10.1 Kindred Britain
  11. "ქართული ენა და ლიტერატურა", 2013 წ. ISBN 978-9941-10-530-2