წერილები ვაჟიშვილს

წერილები ვაჟიშვილს“ — ლორდ ჩესტერფილდის მიერ შექმნილი ეპისტოლარული წერილების სერია, რომელიც მიეძღვნა ჩესტერფილდის ვაჟიშვილს.

შინაარსი

რედაქტირება

"წერილები ვაჟიშვილს" ეხება სწავლის, აღზრდის, ზნეობისა და ეთიკის საკითხებს. წერილები განკუთვნილი იყო მხოლოდ ჩესტერფილდის ვაჟისთვის. ის არ შექმნილა ფართო საზოგადოებისათვის და გასაგებია, რომ მათში ხშირია ისეთი სახის რჩევა-დარიგებანი, რომლებიც ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ წერილებს დიდი წარმატება ხვდა წილად.

გამოქვეყნება და შეფასება

რედაქტირება

წერილები 1774 წელს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად. XVIII საუკუნის ბოლომდე იგი 26-ჯერ გამოიცა. ვოლტერი წერდა: "ეს სასარგებლო წიგნია და მართლაც ყველას სჯობს, რაც კი ოდესმე დაწერილა აღმზრდელობით თემაზე". ჩესტერფილდის თანამედროვე კრიტიკოსი, დოქტორი ჯონსი, წერილებს ამ სიტყვებით აფასებდა:"ეს წერილები შეიძლება ხელში მივცეთ ყველა ყმაწვილს".[1]

  1. "ქართული ენა და ლიტერატურა", 2013 წ. ISBN 978-9941-10-530-2