ფიდარხოხი
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ფიდარხოხი — ვულკანური მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში, ყელის ზეგანზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3250 მ. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. მდებარეობს მდინარე ერმანისწყლის მარცხენა მხარეს. წაგრძელებული ფორმის მასივია. აგებულია ანდეზიტებითა და დაციტებით. შეფარდებითი სიმაღლე 800 მ-ს აღწევს. აქტიური არ არის.
ფიდარხოხი | |
---|---|
კოორდინატები: 42°30′24″ ჩ. გ. 44°18′03″ ა. გ. / 42.50667° ჩ. გ. 44.30083° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3250 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 800 მ |
მთის მასივი | ყელის ზეგანი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტი და დაციტი |