ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფეხბურთი რუსეთში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.[1][2][3][4]

ფეხბურთი რუსეთში

კლუბ რუბინი ყაზანის საშინაო მოედანი
უმაღლესი ორგანო რუსეთის საფეხბურთო კავშირი
კლუბები ფეხბურთის კლუბების სია რუსეთში
ტიპი sport in a geographic region
ქვეყანა/რეგიონი რუსეთი

როდესაც სსრკ 15 ქვეყანად დაიშალა, კავშირში ოდესღაც მოქმედი ცნობილი საფეხბურთო სტრუქტურა დაინგრა. საბჭოთა კავშირში ფეხბურთი მეორე ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იყო. მაშინ როდესაც ეროვნული გუნდები და კლუბები უკავშირდებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებსა ან მასობრივ ორგანიზაციებს, 1991 წელს მათი ნაწილი გახდა კერძო „საწარმო“. საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის მრავალი გუნდი, რომელნიც ერთ-ერთ უძლიერესად ითვლებოდნენ და კონკურენციას უწევდნენ ინგლისისა და იტალიის გუნდებს, შევიდნენ სხვადასხვა დამოუკიდებელი რესპუბლიკების ეროვნულ საფეხბურთო ასოციაციებში. ბევრმა ცნობილმა გუნდმა დაკარგა დაფინანსება მთავრობისაგან და სპონსორების ლოდინი/ძებნა დაიწყო. რუსეთის მოქალაქენი ძირითადად დაინტერესებულნი არიან ეროვნული გუნდით, რომელიც მსოფლიოს მსოფლიოს თასზე და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზპბს და პრემიერ ლიგით, სადაც სხვადასხვა ქალაქების კლუბები რუსეთის ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ასევე არის ისეთი ნაკლებად კონკურენციული ტურნირი, როგორიცაა რუსეთის თასი. რუსეთში ყველაზე წარმატებული კლუბები არიან: სპარტაკი მოსკოვი, ლოკომოტივი მოსკოვი, ცსკა მოსკოვი, ზენიტი სანქტ-პეტერბურგი, დინამო მოსკოვი და ტორპედო მოსკოვი.

 
ოტკრიტიე არენა არის სპარტაკ მოსკოვის საშინაო მოედანი.

დღეს რუსეთში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.[1][2][3][4] მამაკაცების ძალიან დიდ ნაწილს ფეხბურთი აინტერესებს (ბევრი ბავშვი მას ყოველდღიურად თამაშობს) და როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, გულშემატკივრობაში ქალებიც უერთდებიან მამაკაცებს. რუსეთის ლიგა სწრაფად იბრუნებს თავის ყოფილ ძალას სპონსორობის უზარმაზარი გარიგების, ფინანსების შემოდინებისა და საკმაოდ მაღალი ხარისხის კონკურენციის გამო: ლიგაში დაახლოებით 5 გუნდია რომელსაც ტიტულის მოპოვება შუეძლია. რუსეთის საუკეთესო გუნდები, როგორც წესი, ფინანსდებიან სახელმწიფო კონტროლირებადი კომპანიების მიერ. მაგალითად, გაზპრომი აფინანსებს ზენიტი სანქტ-პეტერბურგს, ლუკოილი აფინანსებს სპარტაკი მოსკოვს, რუსეთის რკინიგზა აფინანსებს ლოკომოტივი მოსკოვს და მრავალი სხვა. არაერთი შესანიშნავი ნიჭიერი უცხოელი მოთამაშე იყო და თამაშობს რუსეთის ლიგაში; ასევე თამაშობენ ადგილობრივი ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებსაც ღირსეული ადგილი უჭირავთ საუკეთესო კლუბების საწყის თერთმეტეულებში.[5] უცხოელი მოთამაშეები ზოგჯერ ძალიან მტრულ გარემოში ხვდებიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფეხბურთში რასიზმის პრობლემა.[6][7]

ეროვნული ნაკრები

რედაქტირება

ეროვნული ნაკრები ადრე საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრები იყო და იგი ფეხბურთში მსოფლიოში ძლიერ ძალას წარმოადგენდა.[8][9][10][11][12][13] საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ეროვნულ ნაკრებმა წარმატებეას მიაღწია ევრო 2008-ში. თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც რუსეთმა მოახერხა ძირითადი ტურნირის პლეი-ოფიში წინსვლა. რუსეთის ნაკრები ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა: მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1994-ში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002-ში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010-ში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1992-ში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004-ში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი-ში და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი-ში. ამჟამად რუსეთის ნაკრები ფიფას მსოფლიო რეიტინგში 65-ე ადგილზეა.[14]

მსოფლიო თასის მასპინძელი

რედაქტირება

2010 წლის 2 დეკემბერს რუსეთს მიენიჭა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018-ის გასამართი ქალაქის სტატუსი. რუსეთმა ტურნირს პირველად უმასპინძლა. იგი გახდა ყველაზე დიდი ქვეყანა რომელმაც მსოფლიო თასს უმასპინძლა; აღნიშნული სტატუსს 1994 წლიდან აშშ ფლობდა.[15][16][17]

ევროპული შეჯიბრებები

რედაქტირება

უეფას კოეფიციენტით რუსეთის ლიგა განიხილება როგორ მეექვსე ყველაზე ძლიერი ლიგა ევროპაში.[18] რუსეთის ლიგის კლუბები მუდმივად ასპარეზობენ უეფას ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაში. ბოლო წლების განმავლობაში რუსულმა კლუბებმა ევროპაში სამი ძირითადი თასი მოიპოვეს: ცსკა მოსკოვის 2004-05 წლების უეფას თასი, ზენიტი სანქტ-პეტერბურგის 2007-08 უეფას თასი და 2008 წლის უეფას სუპერ თასი.

ქალთა ფეხბურთი

რედაქტირება

ქალთა ფეხბურთი მამაკაცთა ფეხბურთთან შედარებით არც ისე პოპულარულია, თუმცა მისი პოპულარობა 2000-იან წლებში გაიზარდა.[19]

  1. 1.0 1.1 Самые популярные виды спорта в России, рейтинг ТОП 10 (7 April 2017). ციტირების თარიღი: 19 March 2018.
  2. 2.0 2.1 Футбол – самый популярный вид спорта в России. ციტირების თარიღი: 19 March 2018.
  3. 3.0 3.1 "Яндекс" назвал самые популярные виды спорта в России - ПОЛИТ.РУ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 19 March 2018.
  4. 4.0 4.1 Названы самые популярные виды спорта у детей в России. ციტირების თარიღი: 19 March 2018.
  5. Nsehe, Mfonobong (2011-08-12), "Soccer Star Samuel Eto'o To Earn $25 Million With Russian Team", Forbes (Forbes.com LLC), https://www.forbes.com/sites/mfonobongnsehe/2011/08/12/soccer-star-samuel-etoo-to-earn-25-million-with-russian-team/. წაკითხვის თარიღი: 2013-11-19
  6. Russia cracks down on hooligans. Fox Sports. Fox Sports Australia Pty Limited (2013-06-22). ციტირების თარიღი: 2013-11-19.
  7. Murphy, Chris (2013-10-25). „World Cup: Russian racism furore is the latest headache for FIFA“. CNN. Cable News Network. ციტირების თარიღი: 2013-11-19.
  8. Russia: Soviet victories, racism and miracles. ციტირების თარიღი: 23 November 2017.
  9. Soviet Soccer and Outstanding Soccer Teams. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 22 November 2017.
  10. Witzig, Richard. (22 November 2017) The Global Art of Soccer. CusiBoy Publishing. ციტირების თარიღი: 22 November 2017.
  11. Stark, Harrison. (28 May 2014) The USSR Was a Soccer Powerhouse. Why Isn’t Russia?. ციტირების თარიღი: 22 November 2017.
  12. Euro 1988: Valery Lobanovsky's last stand for Soviet Union (12 May 2012). ციტირების თარიღი: 22 November 2017.
  13. The golden ages of the Soviet national team (26 July 2017). ციტირების თარიღი: 22 November 2017.
  14. FIFA.com. The FIFA/Coca-Cola World Ranking - Ranking Table - FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 19 March 2018.
  15. „World Cup 2018 host Russia has a serious soccer hooligan problem“. news.com.au. News Limited. 2013-10-31. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-14. ციტირების თარიღი: 2013-11-19.
  16. Williams, Carol J. (2013-08-14). „Soccer World Cup 2018 host is asked to explain anti-gay law“. Los Angeles Times. Tribune Company. ციტირების თარიღი: 2013-11-19.
  17. Bird, Liviu. (2013-10-31) Russia's racism stems from lack of education but can be reversed, experts say. NBC Sports: ProSoccerTalk. NBC Sports. ციტირების თარიღი: 2013-11-19.
  18. UEFA-Ranglisten German. UEFA.comL Live-Ergebnisse. UEFA. ციტირების თარიღი: 2013-11-19.
  19. Worgo, Tom (2013-07-09). „McDonogh grad braves cold to play pro soccer in Russia“. The Baltimore Sun. Tribune Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-22. ციტირების თარიღი: 2013-11-19.