ფეშხუმი
ფეშხუმი — მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბალფეხიანი თეფში, რომელიც იხმარება ღვთისმსახურების დროს ბარძიმთან ერთად. ფეშხუმზე აწყობენ ტარიგს — ნაკვეთ სეფისკვერს (ლიტურგიის დროს). ფეშხუმს ძვირფასი ლითონისაგან აკეთებენ. ფეშხუმი სიმბოლურად აღნიშნავს ბაგას, სადაც ღვთისმშობელმა მაცხოვარი მიიწვია შობის შემდეგ და მაცხოვრის საფლავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 278.