ფერნანდო აგუერო
ფერნანდო ბერნაბე აგუერო როჩა (ესპ. Fernando Bernabé Agüero Rocha; დ. 11 ივნისი, 1920, მანაგუა — გ. 28 სექტემბერი, 2011) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, ნიკარაგუის კონსერვატული პარტიის მგზნებარე წინამძღოლი. იყო ნიკარაგუელი დიქტატორის ანასტასიო სომოსა გარსიას ოპოზიციონერი. საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის სომოსასთან პაქტის დადება და 1971 წელს ლიბერალ-კონსერვატორების ხუნტაში შესვლა.
იურისტი და ქარიზმატული ორატორი, 1960-იან წლებში დაინიშნა ნიკარაგუის კონსერვატული პარტიის ხელმძღვანლად და იმთავითვე ოპოზოციაში ჩაუდგა სომოსას ლიბერალურ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებულ რეჟიმს. 1966 წლის ოპოზიციურმა გაერთიანებამ თავის კანდიდატად წამოაყენა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. 1967 წლის 22 იანვარს მანაგუაში წინასაარჩევნოდ გამართულ მრავალრიცხოვან მიტინზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ თავის მომხრეებთან ერთად მანაგუის ქუჩებში მარშირება მოაწყო. მიტინგი სომოსას რეჟიმმა დაარბია და შედეგად უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. თავად ფერანდომ თავის პირად მცველ ედენ პასტორასთან ერთად თავი სასტუმროს შეაფარა.
1971 წელს ანასტასიო სომოსა გარსიასთან დადო სამარცხვინო კუპია კუმის (მოსკიტოს ენაზე „ერთი გული“) პაქტი, რომლის ძალითაც შევიდა ლიბერალ-კონსერვატორების ხუნტაში. ხუნტა ოფიციალურად მართავდა ნიკარაგუას, თუმცა ცხადი იყო, რომ რეალური ძალაუფლება მაინც სომოსას ხელში იყო. აგუეროს ამ პაქტის დადება გადააწყვეტინა იმან, რომ მისი მოწინააღმდეგე ჩამოროების მეტად უფრო მეტად არაკეთილმოსურნე იყო, ვიდრე სომოსას რეჟიმის მიმართ. პაქტის დადებით კი ივარაუდა უკეთეს და ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
კონსერვატორების ლიდერის ნაბიჯმათავზარი დასცა პარტიის წევრებს და დაიწყო განხეთქილება. უკვე ყოფილმა კონსერვატორმა პედრო ხოაკინ ჩამორო კარდენალმა ჩამოაყალიბა თავის პარტია. თავის მემუარებში, სომოსა აგუეროს მწვავედ აკრიტიკებდა თავის რეჟიმისთვის ძირისგამომთხრელი საქმიანობისთვის. საბოლოოდ, 1973 წლის 1 მარტს, სომოსამ აგუეროს ხუნტა დაატოვებინა მისი გაკრიტიკებისთვის. საზოგადოების უმეტესობას კი მიაჩნდა, რომ აგუერო სომოსას მეკავშირე იყო.
1960-იან წლებში, როცა სანდინისტებმა ააგორეს გუერილას ბრძოლა სამოსას მთავრობის წინააღმდეგ, აგუერო არ მიმხრობია მათ. ისინი კვლავ საწყის მდგომარეობას ინარჩუნებდნენ და სანდინისტები რადიკალებად მიაჩნდათ. 1979 წელს სანდინისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას საკუთრება ჩამოართვეს და აგუერო იძულებული გახდა მაიამიში გაქცეულიყო, საიდანაც ჩაერთო კონტრისტების მოძრაობაში. მან ჩამოაყალიბა სოციალისტ-კონსერვატორების პარტია, რათა პოლიტიკური წინააღმდეგობა გაეწია სანდინისტებისთვის. 1990-იან წლებში სანდინისტების დამარცხების შემდეგ აგუერომ ბოაკოს დეპარტამენტში მდებარე მამული დაიბრუნა.