ლიბერალ-კონსერვატორების ხუნტა
ლიბერალ-კონსერვატორების ხუნტა (ესპ. Triunvirato de Gobierno or Government Triumvirate) ნიკარაგუას მართავდა 1972 წლიდან 1974 წლამდე. თუმცა რეალური ძლაუფლება ეროვნული გვარდიის მეთაურის ანასტასიო სომოსა დებაილეს ხელში იყო.
ფერნანდო აგუერო რობერტო მარტინეს ლაკაიო ალფონსო ლოვო კორდერო | |
ლიბერალ-კონსერვატორების ხუნტა | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 მაისი, 1972 – 1 დეკემბერი, 1974 | |
წინამორბედი | ანასტასიო სომოსა დებაილე |
მემკვიდრე | ანასტასიო სომოსა დებაილე |
ისტორია
რედაქტირება1972 წელს დასრულდა ანასტასიო სომოსა დებაილეს საპრეზიდენტო ვადა. რადგანაც მას არ შეეძლო ზედიზედ მეორედ გაპრეზიდენტება. მოიფიქრა და 1971 წელს კონსერვატორების ლიდერ ფერნანდო აგუეროსთან ხელი მოაწერა "კუპია-კუმის პაქტს, რომლის საშუალებითაც შეეძლო 1972 წელს პრეზიდენტად არჩევა. ამ შეთანხმებით უმცირესობაში მყოფი კონსერვატორების კვოტა წარმომადგენლობით ორგანოში 40%-მდე გაიზარდა. 1974 წელს დანიშნულ არჩევნებამდე ხუნტას უხელმძღვანელებდნენ ერთი კონსერვატორი (აგუერო) და ორი ლიბერალი სომოსას ლიბერალური პარტიიდან- რობერტო მარტინეს ლაკაიო და ალფონსო ლოვო კორდერო. დანიშნულ არჩევნებში კი გაიმარჯვებდა ისვინსც იქნებოდა ეროვნული არმიის მეთაური. ეს პოსტი კი ანასტასიო სომოსა დებაილეს ჰქონდა. ამგვარად სომოსამ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის მისაღები უფლება მოიპოვა. 1973 წელს ფერნანდოაგუიერომ ხუნტა დატოვა და იგი სხვა კონსერვატორმა ედმუნდო პაგაგა ირიასმა ჩაანაცვლა.
ხუნტა დაიშალა 1974 წელს, როცა მეორე ვადით გაპრეზიდენტდა ანასტასიო სომოსა დებაილე.