ალფონსო ლოვო კორდერო
ალფონსო ლოვო კორდერო იყო ნიკარაგუელი პოლიტიკოსი და გენერალი ნიკაარგუის ლიბერალური პარტიიდან. მხარს უჭერდა ანასტასიო სომოსა დებაილეს რეჟიმს და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
1971 წელს ანასტასიო სომოსა დებაილემ კონსერვატორების ლიდერ ფერნანდო აგუიეროსთან ხელი მოაწერა "კუპია-კუმის პაქტს და შეიქმნა ხუნტა, რომელიც სომოსას შემდგომ არჩევნებში მონაწილეობის მისღების საშუალებას მისცემდა. დებაილეს ინტერესებიდან გამომდინარე შევიდა ლიბერალ-კონსერვატორების ხუნტაში ლიბერალური პარტიის წარმომადგენლად. იგი ხუნტას მართავდა 1972-1974 წლებში კონსერვატორების ლიდერ ფერნანდო აგუიეროსა და რობერტო მარტინეს ლაკაიოთან ერთად. თუმცა, ალფონსო მაინც სომოსას მარიონეტი იყო.
ხუნტა დაიშალა 1974 წელს, როდესაც მეორე ვადით გაპრეზიდენტდა ანასტასიო სომოსა დებაილე.