რობერტო მარტინეს ლაკაიო
რობერტო მარტინეს ლაკაიო (ესპ. Roberto Martínez Lacayo; დ. 18 დეკემბერი, 1899 — გ. 16 თებერვალი, 1984) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, ნიკარგუის ლიბერალური პარტიიდან. მხარს უჭერდა ანასტასიო სომოსა დებაილეს რეჟიმს და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
რობერტო მარტინეს ლაკაიო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1899 |
დაბადების ადგილი | მანაგუა |
გარდაცვალების თარიღი | 16 თებერვალი, 1984 (84 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მანაგუა |
მოქალაქეობა | ნიკარაგუა |
1971 წელს ანასტასიო სომოსა დებაილემ კონსერვატორების ლიდერ ფერნანდო აგუიეროსთან ხელი მოაწერა „კუპია-კუმის პაქტს“ და შეიქმნა ხუნტა, რომელიც სომოსას შემდგომ არჩევნებში მონაწილეობის მისღების საშუალებას მისცემდა. დებაილეს ინტერესებიდან გამომდინარე შევიდა ლიბერალ-კონსერვატორების ხუნტაში ლიბერალური პარტიის წარმომადგენლად. იგი ხუნტას მართავდა 1972-1974 წლებში კონსერვატორების ლიდერ ფერნანდო აგუიეროსა და ლიბერალ ალფონსო ლოვო კორდეროსთან ერთად. თუმცა, რობერტო მაინც სომოსას მარიონეტი იყო.
ხუნტა დაიშალა 1974 წელს, როდესაც მეორე ვადით გაპრეზიდენტდა ანასტასიო სომოსა დებაილე.
ლიტერატურა
რედაქტირება- La Prensa, 29. November 2004, Humberto Alvarado Vásquez — Médico de cuerpos y almas
- La Estrella, 1. Mai 1986, Junta