ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედენ ანასტასიო პასტორა გომესი (ესპ. Edén Atanacio Pastora Gómez; დ. 22 იანვარი, 1937, სიუდად დარიო, ნიკარაგუა — გ. 13 ივნისი, 2020, მანაგუა ) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, რომელიც მონაწილეობას იღებდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "ალტერნატივა შანსისთვის" კანდიდატად. იგი გავიდა მეხუთე ადგილზე. მანამდე, სომოსას რეჟიმის დაცემის შემდეგ იყო სამხრეთის ფრონტის, სამხრეთ ნიკარაგუაში უდიდესი სამხედრო დაჯგუფების, ლიდერი. ამ პერიოდში იყენებდა მეტსახელს კომანდანტე სერო. თავდაპირველად სანდინისტების გაერთიანების წევრი მედგრად იბრძოდა სომოსას დიქტატურის წინააღმდეგ და სანდინისტების რევოლუციის გმირად გადაიქცა. 1982 წელს რევოლუციის გამარჯვებს შემდეგ, იგი გაემიჯნა სანდინისტურ მთავრობას, უარყო რა ლენინურ-მარქსისტული იდეოლოგია. ჩამოაყალიბა დემოკრატიულ-რევოლუციური ალიანსი და პოლიტიკურ და სამხედრო ოპოზიციაში ჩაუდგა სანდინისტებს. მას აუგად მოიხსენიებდა ოლივერ ნორთი და რეიგანის შინაკაცები, რადგანაც პასტორამ უარი თქვა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან ზურგგამაგრებულ ნიკარაგუის დემოკრატუილ ძალბში გაერთიანებულიყო. პასტორა ასევე ცნობილი გახდა უცნაური ქცევით ინტერვიუს დროს. შეკითხვაზე, "რას აკეთებთ განმუხტვისთვის?", უპასუხა, "ვესიყვარულები ჩემს ცოლს."

ედენ პასტორა
ესპ. Edén Atanacio Pastora Gómez
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1936(1936-11-15)
დაბადების ადგილი სიუდად-დარიო
გარდაცვალების თარიღი 16 ივნისი, 2020(2020-06-16)[1] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი მანაგუა
მოქალაქეობა  ნიკარაგუა

სანდინისტები

რედაქტირება

შვიდი წლის პასტორას მამა მოუკლა ანასტასიო სომოსა გარსიას ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსმა. ეს შემთხვევა უნდა ჩაითვალოს მისი რევოლუციური აღტყინების პირველ შემთხვევად. გრანადის იეზუიტების საშუალო სკოლაში აუგუსტო სესარ სანდინოს შესახებ და ნიკარაგუის ეროვნული გმირის მსგავსად დაიწყო ბრძოლა ანასტასიო სომოსა დებაილეს რეჟიმის წინააღმდეგ, გააანალიზა, რა რომ მისი მთავრობა კორუფციაში იყო ჩაფლული. ადგილობრივი გლეხებისგან ჩამოაყალიბა ნიკარაგუის სამხრეთის არმია. ედენი თავად დაუკავშირდა სანდინისტების ეროვნულ-ლიბერალურ ფრონტს 1960-იან წლებში და გადაიქცა გუერილას აჯანყების მებრძოლად. პასტორას კოდური მეტსახელი იყო სერო ანუ ნული. 1978 წელს ედენი იყო ერთ-ერთი სანდინისტების იმ 19 მეთაურთაგან, რომლებიც ეროვნული გვარდიის ფორმებში გადაცმულები შეიჭრნენ მანაგუის ეროვნულ სასახლეში, განაიარაღეს ან დახოცეს ეროვნული არმიის ნამდვილი წევრები და მძევლად აიყვანეს სესიაზე მისული კონგრესის წევრები, მათ შორის ანასატსიო სომოსა დებაილეს ნახევარძმა ხოსე სომოსა. ოპერაციამ სახელი მოუტანა აჯანყებულებს და აჯანყების გარდამტეხ წერტილად მიიჩნეოდა.

სინამდვილეში მოაწყვეს სომოსას მიერ დაპატიმრებული სანდინისტების, მათ შორის იყვნენ დანიელ ორტეგა და ტომას ბორხე, გათავისუფლება და მას შემდეგ რაც სომოსასგან მიიღეს $500, 000 პასტორას, ორტეგასა და სხვა გათავისუფლებულ პატიმრებს კუბაში ჩასვლის შესაძლებლობა მიეცათ. კუბაში მყოფი პასტორა ამბობდა, რომ იყო პატიმარი ფუფნებასა და ქალების სიყვარულის გარემოცვაში. მას არ აძლევდნენ ქვეყნის დატოვების უფლებას, სანამ პანამელი ძალოვანის, ომარ ტორიხოსის შვილი, ედენის მეგობარი არ ჩავიდა კუბაში და პირადად არ იხსნა იგი.

პასტორა დაინიშნა სამხრეთის ფრონტის მეთაურად და კოსტა-რიკის საზღვრიდან შეუტია ქალაქ რივასს. სომოსამ აჯანყების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთაურის წინააღმდეგ საუკეთესო ჯარისკაცები გაგზავნა. მიუხედავად მძიმე შედეგებისა სამხრეთის არმიამ წარმატებები მაინც მოიპოვა. საბოლოოდ სანდინისტების აჯანყებაში სამხრეთის ფრონტმა ედენ პასტორას ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

კონტრისტები

რედაქტირება

პასტორას იმედები გაუცრუვდა, როცა აჯანყების გამარჯვებულმა მეთაურებმა მანაგუის მდიდრული ვილები და აპარტამენტები დაისაკუთრეს. მან მიატოვა სანდინისტების რევოლუციური მოძრაობის ლიდერობა და დაუპირისპირდა სანდინისტურ რეჟიმს. მან კიდევ ერთხელ შექმნა ნიკარაგუის სამხრეთის ფრონტი და დაუკავშირდა ჩრდილოეთის ფრონტს, რომელიც დაკომპლექტებული იყო მოსკიტოს ინდიელებითა და ეროვნული არმიის ყოფილი წევრებით. მათ ერთად ჩამოაყალიბეს კონტრისტული მოძრაობა. სამხედრო თვალსაზრისით პასტორას მიღწევები გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე ჩრდილოეთის ფრონტისა. მას ნაკლებად უჭერდა მხარს შეერთებული შტატები. 1984 წელს პასტორა თავის პრესკონფერენციაზე იყო სავარაუდო მიზანი ლაპიენსას დაბომბვისას, რომელზეც დაიღუპა სამი ჟურნალისტი, თავად პასტორა კი მძიმედ დაიჭრა.

პასტორას ჰყავდა სამი ცოლი, რომლებთანაც გაშორებულია. საკუთარ ცხოვრებაზე, როგორც რევოლუციონერზე, საუბრისას ამბობდა: "პირველყოვლისა ჩვენ, რევოლუვიონერებმა, დავკარგეთ ცოლები, უკანასკნელად კი სიცოცხლე. ჩვენს ქალებსა და სიცოცხლეს შორის კი დავკარგეთ თავისუფლება, ბედნიერება და სიცოცხლის აზრი."

დღესდღეობით პასტორას აქვს ზვიგენების რეწვის ბიზნესი რიო სან ხუანის მდინარეში, სან ხუან დელ ნორტეში.

კოლუმბიელმა ავტორმა გაბრიელ გარსია მარკესმა პასტორას შესახებ დაწერა El Secuestro, რომელიც ეხბა 1978 წელს განვითარებულ მოვლენებს.

ავარო პედრომ 2006 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი, ედენ პასტორა-კომანდანტე სერო, პასტორაზე, როცა იგი დაბრუნდა ნიკარაგუის პოლიტიკაში და მონაწილეობდა გრანადის მუნიციპალურ არჩევნებში.

  1. https://www.laprensa.com.ni/2020/06/16/politica/2684857-muere-el-exguerrillero-eden-pastora-a-los-83-anos
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედენ_პასტორა“-დან