აუგუსტო სესარ სანდინო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აუგუსტო ნიკოლას კალდერონ სანდინო (18 მაისი, 1895 ნიქინომო21 თებერვალი, 1934, მანაგუა) იყო ნიკარაგუელი რევოლუციონერი და 1927 და 1933 წლების შეერთებული შტატების წინააღმდეგ აჯანყების მეთაური. იგი აშშ-ის მთავრობას აუჯანყდა, როგორც ბანდიტი და მისმა საგმირო საქმეებმა მოიცვა თითქმის მთელი ლათინური ამერიკა, რომელმაც იგი აღიქვა ამერიკის ჰეგემონიის წინააღმდეგობის სიმბოლო. იგი ებრძოდა ამერიკის საზღვაო სამხედროებს გუერილას გამოუცხადებელ ომში. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუერილას ორგანიზაცია სერიოზულ დარტყმებს იღებდა აშშ-ის ჯარებისგან, სანდინომ მაინც შეძლო თავი აერიდებინა დატყვევებისგან. შერთებულმა შტატებმა ჯარები გაიწვია ნიკარაგუიდან ხუან ბატისტა საკასას ინაუგურაციაზე მეთვალყურეობის შემდეგ. სანდინო მოკლა გენერალმა ანასტასიო სომოსა გარსიამ, რომელმაც ორი წლის შემდეგ ხელში აიღო სრული ძლაუფლება და დაამყარა თავისი ოჯახის ორმოცწლიანი ბატონობა ნიკარაგუაში. სანდინოს მემკვიდრეებად აცხადებდნენ თავს 1961 წელს შექმნილის სანდინისტას ეროვნულ-ლიბერალური ფრონტი, რომელმაც 1979 წელს დაამხო სომოსას ოჯახის ძალაუფლება.

სანდინო (ცენტრში), გზაში მექსიკისკენ

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

სანდინო დაიბადა დაუქორწინებელ მდიდარ მემამულეს, გრეგორიო სანდინოსა და მარგარიტა კალდერონის, სანდინოს ოჯახის მოსამსახურის, შვილად. იგი ცხრა წლამდე ცხოვრობდა დედამისთან ერთად, შემდეგ კი მამამისთან გადავიდა საცხოვრებლად.

1912 წელს, 17 წლის ასაკში, იგი შემსწრე გახდა, თუ როგორ შემოიჭრა ნიკარაგუაში აშშ-ის ჯარი, ნიკარაგუა კი აჯანყებული იყო პროამერიკელი პრეზიდენტის ადოლფო დიასის წინააღმდეგ. ლიბერალი გენერალი ბენჯამინ სელედონი მოკლეს მოკლეს 4 ოქტომბერს ელ კოიოტეპეი ლა ბარანკას მთის დაცვისას, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა მასაიასკენ მიმავალ გზაზე. სანდინოს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა სახე პატრიოტისა, რომელიც შტატების საზღვაო სამხედროებმა ოთხთვალათი გადაიყვანეს კატარინაში დასაკრძალად.

1921 წელს სანდინო თავისი გამოჩენილი თანამოქალაქის დაგობერტო რივასის შვილის, რომელმაც აგდებული სიტყვებით მოიხსენია დედამისი, მკვლობის უშედეგო მცდელობის შემდეგ იგი გაიქცა ჰონდურასში, გვატემალაში და საბოლოოდ მექსიკაში დამკვიდრდა. სადაც იგი მუშაობდა სტანდარტ ოილის გამფილტრავ ქარხანაში, პორტ ტამპიკოს მახლობლად. ამ დროს ხდება მექსიკის რევოლუცია. სანდინო ერთვება სხვადასხვა რადიკალურ: მეშვიდე დღის მოწმეები, გურუს სპირიტისტები, ანტი-იმპერიალისტები, ანარქისტები, კომუნისტები, მოძრაობაში. იგი უერთდება მექსიკის რევოლუციის ანტი-კლერიკალიზმს და ხდება ინდიგენისმოს იდეოლოგიის მიმდევარი. ეს იდეოლოგია აღიარებდა ინდიელების მემკვიდრეობას ლათინურ ამერიკაში. 1926 წელს სანდინო ბრუნდება ნიკარაგუაში და სამუშაოს შოულობს სან ალბინოს ოქროს მაღაროში ვექილის თანამდებობაზე.

გუერილას ლიდერად არჩევა

რედაქტირება
 
ამერიკელების მიერ ხელში ჩგდებული სანდინოს მებრძოლების დროშა

სამშობლოში დაბრუნებიდან მალევე დაიწყო კონსტიტუციონალური ომი, როცა პუერტო კაბესასში კონსერვატორი პრეზიდენტის ადოლფო დიასის წინააღმდეგ აჯანყდნენ ლიბერალი ჯარისკაცები. ადოლფო დიასმა ამერიკის ზემოქმედებით მოაწყო გადატრიალება და გახდა პრეზიდენტი. აჯანყების ლიდერმა გენერალმა, ხოსე მარია მონკადამ გამოაცხადა, რომ იგი მხარს უჭერდა განდევნილ პრეზიდენტ საკასას, რომელიც დეკემბერში დაბრუნებულიყო ნიკარაგუაში და თავი გამოიცხადა "კონსტიტუციური მთავრობის" პრეზიდენტად. მისი მთავრობა, მხოლოდ მექსიკამ სცნო. დაიწყო დროებითი არმიის შექმნა, რომელიც ძირითადად მაღაროელებისგან კომპლექტდებოდა. სანდინო ოქროს მაღაროებში მომუშავეებს წარუძღვა სან ალბინოსთან მდებარე კონსერვატორების გარნიზონის წინააღმდეგ, თუმცა იგი წარუმატებელი გამოდგა. ამის შემდეგ იგი ჩადის პუერტო კაბესასში და მონკადას სთხოვა დახმარებოდა მას ნაღმებითა და სამხედრო მხარდაჭერით. მონკადასათვის უცნობი სანდინოს თხოვნა უარყოფილი იქნა. თუმცა სანდინომ მოახერხა და სხვა ლიბერალი სამხედროები დაითანხმა დახმარებოდნენ მას.

1927 წელს იგი დაბრუნდა სეგოვიაში და მოუწოდებდა გლეხებს შერთებოდნენ მის ჯარს. ამის შემდეგ დაიწყო წარმატებული ბრძოლა მთავრობის მომხრე სამხედროების წინააღმდეგ. აპრილში სანდინოს არმიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მანაგუამდე მისული ლიბერალების არმიის მთავარი კორპუსის დახმარებისას. გენერალი მონკადა, მას შემდეგ რაც მექსიკის მთავრობისგან მიიღო დახმარება იარაღისა და ფულადი სახით, სადაც იყო აიღებდა დედაქალაქს. მოხდა ისე, რომ ამერიკის მთავრობამ, სამხედრო ჩარევის მუქარით, აიძულა ლიბერალი გენერლები ხალი მოეწერათ ცეცხლის შეწყვეტისთვის. 4 მაისს მებრძოლმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ესპინო ნეგროს შეთანხმებას. მოლაპარაკებებს აწარმოებდა შტატების პრეზიდენტის საგანდებო დესპანი ჰენრი სტიმსონი. შეთანხმების პირობების თანახმად, ორივე მხარე განიარაღდებოდა, დიასი დაასრულებდა თავის ვადას, ჩამოყალიბდებოდა ახალი არმია-ეროვნული გვარდია (Guardia Nacional), რომელიც აშშ-ის საზღვაოებთან ერთად დააკვირდებოდა 1928 წელს დანიშნული არჩევნებს. ამ შეთანხმებების შესრულების დასაჩქარებლად ნიკარაგუაში ჩავიდა შტატების საზღვაო ბატალიონი.

ესპინო ნეგროს შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, სანდინომ უარი თქვა იარაღის ჩაბარებაზე და დაბრუნდა სეგოვიაში, სადაც შეირთო ახალგაზრდა ტელეგრაფი, ბლანკა არაუსი. ივლისის დასაწყისში, იგი შეუერთდა მანიფესტს, რომელიც ამხელდა ლიბერალების რევოლუციის მოღალატეებს და ომს უცხადებდა აშშ-ს, რომელსაც იხსენიებდა, როგორც "ჩრდიკლოეთის კოლოსს" და "ჩვენი რასის მტერს". ერთი თვის შემდეგ სანდინოს 800 მიმდევარი თავს დაესხა ამერიკელი სამხედროების პატრულს. ნიკარაგუის ეროვნული არმია გააგზავნეს სოფელ ოკოტალში მის შესაპყრობად. მე-19 საუკუნის შაშხანებითა და მაჩეტეებით შეიარაღებული, სანდინოს ჯარმა ალყა შემოარტყა ამერიკელ სამხედროებს.