ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ადოლფო დიასი (ესპ. Adolfo Díaz, დ. 15 ივლისი, 1875, ალახუელა, კოსტა-რიკა — გ. 29 იანვარი, 1964, სან ხოსე, კოსტა-რიკა) — ნიკარაგუის 31-ე და 41-ე პრეზიდენტი. 1911 წლის 9 მაისიდან 1917 წლის 1 იანვრამდე. მეორე ვადით-1926 წლის 14 ნოემბრიდან 1928 წლის 1929 წლის 1 იანვრამდე. დაიბადა 1875 წელს კოსტა-რიკაში, ნიკარაგუელი მშობლების ოჯახში. იგი მუშაობდა ლა ლუს ი ლოს ანხელესის სამაღარო კომპანიაში. ეს იყო დელავერში დარეგისტრირებული კომპანია, რომელიც აღმოსავლეთ ნიკარაგუაში ფლობდა ოქროს საბადოებს. ამის შემდეგ იგი აჯანყდა ლიბერალი პრეზიდენტის ხოსე სანტოს სელაიას წინააღმდეგ, რომელიც მოლაპარაკებებს მართავდა იაპონიასა და გერმანიასთან ნიკარაგუის არხის გაყვანის თაობაზე. ამის გამო ამერიკა გადამტერებული იყო მის ადმინისტრაციაზე. 1911 წელს დიასი გახდა ნიკარაგუის პრეზიდენტი. დიასს ლიბერალების აჯანყების ჩახშობაში დაეხმარა ამერიკის სამხედროები, რომლებიც ქვეყანაში დარჩნენ მომდევნო ორი ათეული წლის განმავლობაში. 1914 წელს მან მოაწერა ხელი ბრაიან-ჩამოროს ხელშეკრულებას. რომლის ძალითაც ამერიკამ მიიღო უფლება აეშენებინა საკონტინენტთაშორისო არხი ნიკარაგუაში.

ადოლფო დიასი
ადოლფო დიასი
ადოლფო დიასი, 1912 წელი
ნიკარაგუის 31-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 მაისი, 1911 – 1 იანვარი, 1917
წინამორბედიხუან ხოსე ესტრადა
მემკვიდრელუის მენა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ნოემბერი, 1926 – 1 იანვარი, 1929
წინამორბედისებასტიან ურისა
მემკვიდრეხუან ბაუტისტა საკასა

დაბადებული15 ივლისი, 1875
ალახუელა, კოსტა-რიკა
გარდაცვლილი29 იანვარი, 1964
სან ხოსე, კოსტა-რიკა
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიაკონსერვატული პარტია

მას შემდეგ, რაც დიასმა პრეზიდენტობის ვადა დაასრულა იგი ამერიკაში ცხოვრობდა. 1926 წელს იგი ჩავიდა ნიკარაგუაში და გაპრეზიდენტდა ემილიანო ჩამოროს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ (აშშ-ის სამხედროების გაწვევის შემდეგ). დიასის პრეზიდენტობის მეორე ვადაში ლიბერალებმა მოაწყვეს აჯანყება. ლიბერალების ჯარები სადაც იყო აიღებდნენ მანაგუას, რომ მათ ამერიკის ჩარევით ხელი მოაწერეს ესპინო ნეგროს შეთანხმებას. ლიბერალმა მეთაურმა აუგუსტო სანდინომ უარყო შეთანხმების პირობები და შეუტია ამერიკის სამხედროებს, რომლებიც რჩებოდნენ ნიკარაგუაში დიასის მთავრობის მხარდასაჭერად და შეთანხმების პირობების შესასრულებლად. 1928 წელს არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი გახდა ლიბერალი ხოსე მარია მონკადა. ამის შემდეგ დიასმა უფლება მოიპოვა ნიკარაგუის ოქროს რამდენიმე საბადოზე, რომლებიც დაინგრნენ სანდინოს ჯარების მიერ. იგი წარუმატებლად შეეცადა აღედგინა საბადოებზე მუშაობა ლა ლუსის კომპანიის სასარგებლოდ.

1936 წელს ხელისუფლება ხელში აიღო ანასტასიო სომოსა გარსიამ და დიასი საცხოვრებლად წავიდა ამერიკაში. იგი ათწელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა აშშ-ში, ამის შემდეგ ჩავიდა კოსტა-რიკაში 1964 წელს, სადაც გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფო_დიასი“-დან