ხუან ბაუტისტა საკასა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საკასა (მრავალმნიშვნელოვანი).

ხუან ბაუტისტა საკასა საკასა (ესპ. Juan Bautista Sacasa დ. 21 დეკემბერი, 1877, ლეონი — გ. 17 აპრილი, 1946, ლოს-ანჯელესი, შეერთებული შტატები) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი და პრეზიდენტი ლიბერალური პარტიიდან. ხუან საკასა იყო ნიკარაგუის მე-18 და მე-20 პრეზიდენტის რობერტო საკასას უფროსი ვაჟი და ნიკარაგუის 48-ე პრეზიდენტის ბენხამინ ლაკაიო საკასას ნათესავი.

ხუან ბაუტისტა საკასა
Juan Bautista Sacasa
ხუან ბაუტისტა საკასა Juan Bautista Sacasa
ნიკარაგუის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1925 – 1926

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ნოემბერი, 1926 – 1 იანვარი, 1929
წინამორბედიადოლფო დიასი
მემკვიდრეხოსე მარია მონკადა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1933 – 9 ივნისი, 1936
წინამორბედიხოსე მარია მონკადა
მემკვიდრეგილერმო სევილია საკასა

დაბადებული21 დეკემბერი, 1877
ლეონი
გარდაცვლილი17 აპრილი, 1946
ლოს-ანჯელესი, შეერთებული შტატები
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიალიბერალური პარტია

ნიკარაგუის ქალაქ ლეონში დაბადებულ ახალგაზრდა საკასას განათლება მიუღია 1889-1901 წლებში შეერთებულ შტატებში და კოლუმბიის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხსაც ფლობდა. იგი მუშაობდა ლეონის უნივერსიტეტში პროფესორად და დეკანად. ბაუტისტა იყო ლიბრალი პრეზიდენტის ხოსე სანტოს სელაიას ერთგული მხარდამჭერი. 1924 წელს იგი იკავებს ნიკარაგუის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ზომიერი კონსერვატორი პრეზიდენტის კარლოს ხოსე სოლორსანოს მთავრობაში. მალევე, ნიკარაგუის ოცდაათწლიანი ოკუპაციის შემდეგ, შეერთებული შატტების საზღვაო სამხედროებს გაიწვევენ და პოლიტიკური სიმშვიდისთვის სახარბიელო მდგომარეობა შეიქმნება. მსგავს მოლოდინებს ბოლო მოეღება, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ემილიანო ჩამორო ვარგასი მოაწყობს აჯანყებას და 1926 წელს სოლორსანოს მთავრობა დაემხობა. ემილიანო ჩამორო ვერ მიიღებს რა აშშ-სგან აღიარების ცნობას და ადოლფო დიასს გადაულოცავს პრეზიდენტის სავარძელს. საკასა პოლიტიკურად დაქსაქსული ნიკარაგუისგან თავს მექსიკას შეაფარებს.

პუერტო კაბესასში აჯანყდებიან ლიბერალთა მხარდამჭერი სამხედროები. ამის შემდეგ, 1926 წელს საკასა ნიკარაგუაში ბრუნდება. იგი თავს გამოიცხადებს კონსტიტუციურ პრეზიდენტად და თავის მთავრობას დააფუძნებს პუერტო კაბესასში. აჯანყებულ ლიბერალებმა, რომლებსაც იარაღითა და სამხედროებით ამარაგებდა მექსიკის მთავრობა, სოხე მარია მონკადას ხელმძღვანელობით კინაღამ აიღეს მანაგუა. საბოლოოდ ეს სამოქლაქო ომი აშშ-ის ჩარევით დასრულდა. მხარეები იძულებული გახდნენ ესპინო ნეგროს შეთანხმებაზე მოეწერათ ხელი. საკასა უხალისოდ დასთანხმდა პაქტის ხელმოწერას და უარი თქვა პრეზიდენტობაზე. შეთანხმები სძალით დიასი დაასრულებდა თავისი პრეზიდენტობის ვადას. მხოლოდ ლიბერალების ერთმა ნაწილმა, აუგუსტო სესარ სანდინოს ხელმძღვანელობით შეუტიეს ნიკარაგუაში შემოსულ აშშ-ის ოკუპანტებს.

1932 წელს საკასას აუსრულდება სურვილი და ნიკარაგუის პრეზიდენტად აირჩევენ, 1933 წლის 1 იანვრიდან კი შეუდგება მოვალეობის შესრულებას. ეროვნული გვარდიის უფროსის ანასტასიო სომოსა გარსიას დაჟინებით საკასა შეხვდა სანდინოს. გუერილას ლიდერი თანადგომით მოეკიდა საკასას მთავრობას, რომელმაც ამნისტია გამოუცხადა სანდინოს ჯარისკაცებს. 1934 წელს სომოსას ბრძანებით სანდინო მოკლეს. პრეზიდენტის პოპულარობა კლებულობს ნიკარაგუის მყიფე ეკონომიკისა და ყავის ფასის დაცემის გამო, ამას ემატება დიდი დეპრესია. სომოსას ძლაუფლება კი იზრდება-იგი კავშირებს ამყარებს ყოფილ პრეზიდენტებთან-მონკადასა და ჩამოროსთან. სომოსა იყენებს ეროვნულ გვარდიას საკასას მთავრობისადმი კეთილგანწყობილი ადგილობრივი მმართველების გადასაყენებლად და მისთვის კეთილსაიმედო პირების დასანიშნავად. 1936 წლის 6 ივნისს აიძულა საკასა გადამდგარიტო და დაენიშნა სომოსას მარიონეტი პრეზიდენტი, სანამ ერთი წლის შემდეგ თავად არ გახდა პრეზიდენტი. დევნილი პრეზიდენტი ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა ათი წლის შემდეგ. მას შთამომავლობა დარჩა მარია არგუელო მანინგთან ქორწინების შემდეგ.