ნიკარაგუის არხი
ნიკარაგუის არხი — საზღვაოსნო გზის გეგმა, რომელმაც უნდა დააკავშიროს კარიბის ზღვა წყნარი ოკეანის აუზთან ნიკარაგუის ტერიტორიის გავლით. ამ არხმა უნდა გაიაროს მდინარეებზე, რათა დაუკავშირდეს ნიკარაგუის ტბას , საიდანაც რივასის გეოგრაფიული ყელის გავლით დაუკავშირდება წყნარი ოკეანის აუზს.
ჯერ კიდევ ადრეულ კოლონიურ ეპოქაში მსჯელობდნენ საზღვაო არხის აგებაზე მდინარე რიო სან ხუანის გამოყენებით. ასეთი არხის აშენების გეგმები ჰქონდა აშშ-ს მე-20 საუკუნის დასაწყისში, თუმცა მან მიატოვა საკუთარი გეგმის განხორციელება, რადგანაც საფრანგეთი უკვე ახორციელებდა პანამის არხის გაყვანას მისაღებ ფასად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროექტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-07-31 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული 2013-07-31 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)