ფერადობის თეორია
ფერადობის თეორია — თეორია, რომელიც ქიმიურ ნაერთთა ფერს აკავშირებს მათ აღნაგობასთან. ფერის შეგრძნება წარმოიქმნება მაშინ, როცა მხედველობის ნერვზე ეცემა ელექტრომაგინიტური გამოსხივება, რომლის ენერგიაა ×10−12-დან — 2.5×10−12 ერგ-მდე (ტალღის სიგრძე — 400-დან 760 ნმ-მდე). ამ დროს აღნიშნული ინტერვალის ელექტრომაგნიტური გამოსხივების (ე. წ. ხილული უბნის) ერთობლივი მოქმედება იწვევს თეთრი სინათლის აღქმას, ხოლო ამ უბნის რომელიმე ვიწრო ნაწილის ზემოქმედება — შეფერილისას. საგნის მიერ სინათლის შთანთქმისას ადამიანი აღიქვამს ამ საგანს, შეფერილს შთანთქმული ფერის დამატებითი ფერით. 5
შთანთქმული სინათლის ტალღის სიგრძე λ, ნმ |
შთანთქმადი ფერი | დასაკვირვებელი ფერი (საგნის შეფერილობის ფერი) |
---|---|---|
380-435 | იისფერი | მომწვანო-ყვითელი |
436-500 | ლურჯი | ყვითელი |
501-520 | მომწვანო-ლურჯი | ნარინჯისფერი |
???? | ლურჯ-მწვანე | წითელი |
520-565 | მწვანე | მეწამული |
???? | ყვითელ-მწვანე | იისფერი |
565-590 | ყვითელი | ლურჯი |
591-625 | ნარინჯისფერი | მომწვანო-ლურჯი |
626-740 | წითელი | ლურჯ-მწვანე |
???? | მეწამული (მაჯენტა) | მწვანე |
ნივთიერების მიერ სინათლის შთანთქმა აიწერება ბუგერ-ლამბერტ-ბერის კანონით. ნივთიერების შეფერილობას ახასიათებენ λმაქს ტალღის სიგრძით, რომლის დროს სინათლის შთანთქმა მაქსიმალურია.
λმაქს წანაცვლებას (საგნის შეფერილობის ცვლილებას) ყვითლიდან მწვანისაკენ ნარინჯისფერის, წითლის, იისფერის, ლურჯის გავლით ფერის გაღრმავება, ანუ ბატოქრომული ეფექტი ეწოდება, ხოლო მწვანიდან ყვითლისაკენ — ფერის ამაღლება, ანუ ჰიფსოქრომული ეფექტი. კაშკაშა შეფერილობა (მაგალითად, ყავისფერი, ბორდოსფერი), განპირობებულია სინათლის შთანთქმით ვიწრო დიაპაზონში. არაკაშკაშა შეფერილობას იწვევს სინათლის შთანთქმა ფართო დიაპაზონში, ხოლო რუხსა და შავ შეფერილობას — შთანთქმა სპექტრის მთელ ხილულ არეში. არაგამჭვირვალე სხეული, რომელიც აირეკლავს ხილული სპექტრის ყველა სხივს, უფერულია.
ფერადობის თეორია შეიქმნა სინთეზური ორგანული საღებრების ქიმიურ განვითარებასთან დაკავშირებით. ნივთიერების აგებულებისა და ფერის ურთიერთკავშირი პირველად გერმანელმა ქიმიკოსებმა კ. ლიბერმანმა და კ. გრებემ შეისწავლეს (1869). 1876 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ო. ვიტმა ჩამოაყალიბა ე. წ. ქრომოფორული თეორია, რომლის მიხედვით ორგანული ნივთიერებების ფერი განპირობებულია ატომთა გარკვეული ჯგუფებით (აუქსოქრომები და ქრომოფორები).
საღებრების ფერზე დიდ გავლენას ახდენს აგრეთვე მოლეკულათა შეუღლების ჯაჭვში სივრცული დაბრკოლებანი, ჩამნაცვლებლების დონორული და აქცეპტორული ხასიათი. განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს λმაქს წანაცვლებაზე მოლეკულაში რგოლური სისტემის წარმოქმნა. არაორგანული ნივთიერებების ფერი განპირობებულია იონთა ელექტრონული ორბიტალების ძლიერი დეფორმაციით ან ვაკანტურ d და f ორბიტალებზე ელექტრონების გადატანით. თანამედროვე კვანტურ-მექანიკური მეთოდები საშუალებას იძლევა მოლეკულის აგებულებაზე დაყრდნობით გამოითვალოს შთანთქმის ზოლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 260-261.