ფელდმარშალი (გაერთიანებული სამეფო)
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ფელდმარშალი (FM) — ბრიტანეთის არმიის უმაღლესი წოდებაა 1736 წლიდან. ხუთვარსკვლავიანი წოდება ნატოს კოდით OF-10. წოდება არის სამეფო საზღვაო ფლოტის ადმირალის ან სამეფო საჰაერო ძალების (RAF) მარშალის თანასწორი. RAF-ის მარშალებისა და ფლოტის ადმირალების მსგავსად, ფელდმარშლები რჩებიან ოფიცრებად მთელი ცხოვრების მანძილზე. თავისი ისტორიის განმავლობაში წოდება იშვიათად გამოიყენებოდა და ვაკანტური იყო მე-18 და მე-19 საუკუნეებში, როდესაც წოდების ყველა წინა მფლობელი გარდაიცვალა.
ფელდმარშალის წოდება სულ 141 კაცს ეკავა. უმრავლესობა მსახურობდა ბრიტანულ ან კოლონიური ინდოეთის არმიაში, ისინი დაწინაურდნენ და საბოლოოდ გახდნენ ფელდმარშალები. დანიშვნა ძირირთადად ხდებოდა დიპლომატიური ჟესტების სახით, ანუ ფელდმარშალად დანიშვნის მიზანი პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. თორმეტი უცხოელი მონარქი ატარებდა ამ წოდებას, თუმცა სამს (ვილჰელმ II- გერმანიის იმპერატორი, ფრანც ჯოზეფ I-ავსტრიის იმპერატორი და ჰიროჰიტო-იაპონიის იმპერატორი) ჩამოერთვა ეს თანამდებობა, მაშინ როდესაც მათი ქვეყნები ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების მტრები გახდნენ ორ მსოფლიო ომში. წოდება ასევე მიენიჭა ერთ ფრანგსა (ფერდინანდ ფოში) და ერთ ავსტრალიელს (სერ თომას ბლემი), რომლებიც დაჯილდოვდნენ პირველ და მეორე მსოფლიო ომში შეტანილი წვლილისთვის.
1995 წელს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით შედგენილ ანგარიშში იყო არაერთი რეკომენდაცია შეიარაღებული ძალების ბიუჯეტში ფინანსური დაზოგვის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ხუთვარსკვლავიანი წოდების გაუქმება. დასაბუთების ნაწილში ნახსენები იყო, რომ ეს წოდებები არაპროპორციული იყო ოფიცრების სამეთაურო ძალების ზომასთან და გაერთიანებული სამეფოს არც ერთი ახლო მოკავშირე, მაგალითად შეერთებული შტატები, არ იყენებდა ასეთ წოდებებს. სერ პიტერ ინგე 1994 წელს იყო უკანასკნელი მოქმედი ოფიცერი, რომელმაც წოდება მიიღო.
წოდების ნიშნები
რედაქტირებაბრიტანეთის არმიაში ფელდმარშალის წოდების ნიშნები მოიცავს ორ გადაჯვარედინებულ ხელკეტს დაფნის ფოთლების გვირგვინით, წმინდა ედვარდის გვირგვინის ქვეშ.[1] ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად ბრიტანეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ფელდმარშალებისთვის გამოიყენება ნიშნების ადაპტირებული ვერსია, ხშირად გვირგვინი იცვლება ალტერნატიული კულტურული ან ეროვნული ემბლემით. დანიშვნისას, ბრიტანელ ფელდმარშლებს ენიჭებათ ხელკეტი, რომელიც მათ შეუძლიათ ოფიციალურ შემთხვევებში ატარონ.
ფელდმარშალები
რედაქტირებაფელდმარშალის წოდების მქონე ოფიცერთა უმრავლესობა იყო პროფესიონალი ჯარისკაცი ბრიტანეთის არმიაში. თერთმეტი მათგანი მსახურობდა ბრიტანულ ინდოეთის არმიაში ოფიცრად . მინიმუმ ორმოცდაშვიდი ფელდმარშალი დაჭრეს ბრძოლაში თავიანთი კარიერის დასაწყისში, რომელთაგან 24 არაერთხელ დაიჭრა, რვა კი სამხედრო ტყვე იყო. თხუთმეტი მომავალი ფელდმარშალი იმყოფებოდა ვიტორიას ბრძოლაში, სადაც ველინგტონის ჰერცოგმა მიიღო ეს წოდება, ხოლო ათი სხვა იბრძოდა ვატერლოოს ბრძოლაში ველინგტონის მეთაურობით .
ოთხმა ფელდმარშალმა — სერ ეველინ ვუდმა, სერ ჯორჯ უაითმა, ერლ რობერტსმა და ლორდ გორტმა- ადრე მიიღეს ვიქტორიას ჯვარი (VC), გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი და ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გაიცემა სიმამაცისათვის „მტრის პირისპირ“. ვუდს, ცნობილ დაზიანებებისადმი მიდრეკილ ოფიცერს, მიენიჭა ვიქტორიას ჯვარი ორი ქმედებისთვის 1858 წელს, როდესაც ის ჯერ თავს დაესხა მეამბოხეების ჯგუფს ინდოეთში და მოგვიანებით გადაარჩინა აჯანყებულთა სხვა ჯგუფის ინფორმატორი. უაიტი, კავალერიის ოფიცერი, ხელმძღვანელობდა ავღანეთში 1879 წელს. ხოლო გორტი, გრენადიერი გვარდიის წარმომადგენელი, მეთაურობდა თავდასხმების სერიას, როდესაც მძიმედ დაიჭრა პირველი მსოფლიო ომის დროს 1918 წელს. რობერტსმა მიიღო ვიქტორიას ჯვარი ინდოეთის ამბოხის დროს მისი ქმედებებისათვის. [2] [3] [4] [5] [6]
არცერთ ოფიცერს, რომელსაც არ უმსახურია ბრიტანულ არმიაში, კავალერიაში, ქვეითებში, სამეფო ჯავშან კორპუსში, სამეფო არტილერიაში ან სამეფო ინჟინრებში, [7] არასოდეს მიუღია ფელდმარშალის წოდება. მხოლოდ ერთი არაბრიტანელი ოფიცერი დაინიშნა ბრიტანეთის არმიის ფელდმარშლად — ფრანგი ფერდინანდ ფოში, პირველ მსოფლიო ომში შეტანილი წვლილისთვის, ხოლო ერთს, სერ უილიამ რობერტსონს, ბრიტანეთის არმიაში ყველა წოდება ჰქონდა. რიგითი ჯარისკაციდან ფელდმარშალამდე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (1934) Dress Regulations for the Army. London: His Majesty's Stationery Office, გვ. 3.
- ↑ Ashcroft.
- ↑ London Gazette 4 September 1860.
- ↑ London Gazette 3 June 1881.
- ↑ London Gazette 26 November 1918.
- ↑ London Gazette 24 December 1858.
- ↑ Heathcote.