ფედერიკო მარკეტი

იტალიელი ფეხბურთელი

ფედერიკო მარკეტი (იტალ. Federico Marchetti); დ. 7 თებერვალი, 1983, ბასანო დელ გრაპა, იტალია) — იტალიელი მეკარე, რომელიც ამჟამად თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „ჯენოასა“ და იტალიის ეროვნულ ნაკრებში.

ფედერიკო მარკეტი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფედერიკო მარკეტი[1]
დაბადების
თარიღი
7 თებერვალი, 1983 (1983-02-07) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
ბასანო-დელ-გრაპა
სიმაღლე 1.90 მ[2]
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჯენოა
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
ბესიკა
ტორინო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2005 ტორინო 1 (0)
2002–2003   პრო ვერჩელი 34 (0)
2003–2004   კროტონე 0 (0)
2004   ტრევიზო 0 (0)
2004–2005   პრო ვერჩელი 13 (0)
2005–2006 ბიელესე 28 (0)
2006–2009 ალბინოლეფე 45 (0)
2009–2011 კალიარი 68 (0)
2011–2018 ლაციო 194 (0)
2018– ჯენოა 4 (0)
ეროვნული ნაკრები
2009– იტალია 11 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 სექტემბერი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 15 ოქტომბერი, 2013

საკლუბო კარიერა რედაქტირება

მარკეტიმ პროფესიონალური კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ ტორინოში, თუმცა აქ ადგილი ვერ დაიმკვიდრა და იჯარით თამაშობდა სხვადასხვა კლუბებში.

2006/07 სეზონის დასაწყისში იგი სერია B-ს კლუბ ალბინოლეფეში გადავიდა, სადაც გუნდის მთავარი მეკარე გახდა. სამი სეზონი მარკეტიმ კარგად ჩაატარა ბერგამოს კლუბში, თუმცა 2009 წელს იგი ჯერ იჯარით გაუშვეს „კალიარიში“, შემდეგ კი 5 მილიონ ევროდ მიყიდეს. სარდინიულ კლუბში მარკეტი წამყვან მეკარედ იქცა და დიდ წილად მისი დამსახურებაა, რომ გუნდი ქვედა დივიზიონში არ დაქვეითებულა, ეს შეუმჩნელი არც ნაკრების ხელმძღვანელობას დარჩა და ნაკრებშიც მიიწვიეს.

2011-12 სეზონში „კალიარიმ“ მარკეტი მე-3 მეკარედ გადაიყვანა, რადგან მას სარდინიიდან წასვლა სურდა. იმავე სეზონში, ფერნანდო მუსლერას წასვლის შემდეგ „ლაციო“ ახალ მეკარეს ეძებდა. არჩევანი მარკეტიზე შეჩერდა. ფედერიკო ლაციომ 5.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. პირველი სეზონში ლაციოში ფედერიკომ დამაჯერებლად იმეკარევა.

2012-13 სეზონი მარკეტიმ კარგად დაიწყო, თუმცა ტრავმის გამო დროებით ჩამოშორდა ფეხბურთს. დაბრუნებისთანავე მარკეტიმ განაგრძო მეკარეობა. აღსანიშნავია 17 ნოემბერს გამართული მატჩი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

2009 წელს „კალიარიში“ გამორჩეული სეზონის ფონზე ის მარჩელო ლიპიმ გამოიძახა ნაკრებში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში.

მსოფლიო ჩემპიონატი 2010-ზე ჯანლუიჯი ბუფონის ტრავმის გამო ძირითადში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა, სლოვაკეთის ნაკრებთან წინააღმდეგ მატჩში მან ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც ნაკრებს ძვირად დაუჯდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. FIFA World Cup South Africa 2010 – List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-17. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2013.
  2. Player Profile: Federico Marchetti. ESPN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-21. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2016.