ფაჰრუდინ აჰმედი (ბენგ. ফখরুদ্দীন আহমেদ; დ. 1 მაისი, 1940) — ბანგლადეშელი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი 2007–2009 წლებში. 2001 წლიდან 2005 წლამდე განაგებდა ქვეყნის მთავარ საბანკო დაწესებულებას — „ბანგლადეშის ბანკს“. ფაჰრუდინ აჰმედი ერთ-ერთი წარმატებული ბანგლადეშელი მეწარმეა. დამთავრებული აქვს დაკასა და „პრინსტონის“ უნივერსიტეტების ეკონომიკური ფაკულტეტები.[1] 2009 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დაასრულა პოლიტიკური კარიერა და გადაბარგდა აშშ-ში, სადაც დღემდე ცხოვრობს.

ფაჰრუდინ აჰმედი
ფაჰრუდინ აჰმედი
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 იანვარი, 2007 – 6 იანვარი, 2009
პრეზიდენტი  იაჯუდინ აჰმედი
წინამორბედიფაზლულ ჰაკე
მემკვიდრეშეიხ ჰასინა

დაბადებული1 მაისი, 1940 (1940-05-01) (84 წლის)
მუშინგანჯი, ბენგალი, ბრიტანეთის ინდოეთი
მოქალაქეობაბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
ეროვნებაბანგლადეშელი
საქმიანობაეკონომისტი, პოლიტიკოსი
  1. "Head of Bangladesh's caretaker government leaves hospital", Xinhua (People's Daily Online), 4 June 2007.