ფაციტი
ფაციტი (შვედ. Facit) — სკანდინავიის ქვეყნებში გამოცემული საფოსტო მარკების კატალოგი, გამოდის შვედეთში 1947 წლიდან.
ფაციტი | |
---|---|
შვედ.Facit | |
კატალოგის ტიპი: | რეგიონალური, სკანდინავიის ქვეყნები |
ენა: | შვედური და ინგლისური |
ქვეყანა, ქალაქი: | შვედეთი, ვესტეროსი |
დაარსდა: | სექტემბერი, 1947 |
გამოცემის ფორმა: | სამ ტომეული, რბილი ყდით, A4-ფორმატი; 2000 წლიდან CD-ROM-ი |
პერიოდულობა: | ყოველწლიური |
ილუსტრაციები: | 2007 წლიდან ფერადი |
გამომცემელი: | შვედ. Facit Förlags AB |
საიტი: | facit.se |
ფაციტი სრულად და დეტალურად წარმოაჩენს ალანდის კუნძულების, გრენლანდიის, დანიის, ისლანდიის, ნორვეგიის, ფარერების, ფინეთის, შვედეთის, ასევე დანიის დასავლეთ ინდოეთის (დან. Dansk Vestindien) საფოსტო მარკებს. კატალოგი ორენოვანია და ინფორმაცია მოწოდებლია შვედურად და ინლისურად. კატალოგზე მუშაობს სკანდინავიელი კოლექციონერების 20-კაციანი კომიტეტი.
ფაციტის კატალოგს გამოსცემს შვედური კომპანია Facit Förlag AB, რომელიც მდებარეობს ქალაქ ვესტეროსში (შვედ. Västerås). 2007 წლიდან, ფილატელისტური კატალოგების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ფაციტი წარმოადგენს საფოსტო მარკების ფერად ილუსტრაციებს.
კატალოგში თითოეული მარკის შესახებ შემდეგი მონაცემებია წარმოდგენილი:
- მარკის სერიის და ცალკეული მარკის სახელწოდება;
- მარკის ცირკულაციაში გამოშვების თარიღი;
- დიზაინერის, მხატვრის ან გრავიორის სახელი;
- ბეჭვდის სახე, პოლირაფია;
- დაკბილვა;
- სიუჟეტი;
- ნომერი კატალოგის მიხედვით;
- ნომინალი;
- ფერები, ფერადოვნება
კატალოგი ფაციტი ასევე იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ღირს ესა თუ ის მარკა სუფთა ან ბათილი მარკა, ფურცელი, ბლოკი, მარკების სერია, პირველი დღის კონვერტი ამჟამინდელ ფილატელისტურ ბაზარზე.
არსებობს კატალოგის რამდენიმე ვერსია:
- Special — მოიცავს სკანდინავიის ყველა ქვეყნის საფოსტო მარკებს
- Postal — შვედეთის ფოსტის და საფოსტო მარკების ისტორიისა და შვედეთის საფოსტო შეტმპელების სესახებ
- Sverige — მხოლოდ შვედური მარკები
ლიტერატურა
რედაქტირება- კატალოგის საიტი : Facit On line დაარქივებული 2009-03-11 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს საფოსტო მარკების კატალოგი
- Rick Miller, „Catalog options for the whole wide world“: [1] დაარქივებული 2007-04-23 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება