ფაფრისხევი
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
ფაფრისხევი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიგნიკახეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), ჭერმისხევის მარჯვენა შენაკადი (ალაზნის აუზი). სათავე აქვს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 915 მ სიმაღლეზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 55 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში.
ფაფრისხევი | |
---|---|
![]() ფაფრისხევი სოფელ ჩუმლაყში | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
გომბორის ქედი 41°41′57″ ჩ. გ. 45°36′49″ ა. გ. / 41.699194° ჩ. გ. 45.613778° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 915 მ |
შესართავი |
ჭერმისხევი 41°47′24″ ჩ. გ. 45°47′10″ ა. გ. / 41.790083° ჩ. გ. 45.786139° ა. გ. |
სიგრძე | 22 კმ |
აუზის ფართობი | 55 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,4 მ³/წმ |
![]() ![]() |
საშუალო წლიური ხარჯი 1,4 მ³/წმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 240.